ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი „უცნობმა ქალმა“ მოიპოვა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ოქროს ლომი“ — დანიელი რეჟისორის მაი ელ-ტუხის დრამამ „უცნობი ქალი“ (Woman Unknown) მოიპოვა. ფილმმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოც მიიღო – მთავარი როლის შემსრულებელ მატილდა არსელს საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო – „ვოლპის თასი“ გადაეცა. ელ-ტუხი მთავარი კონკურსის 21 ფილმს შორის მხატვრული ფილმის ერთადერთი ქალი რეჟისორი იყო.

„უცნობი ქალის“ მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დანიაში ვითარდება. მთავარი გმირი მოსამსახურე ქალია, რომლის წარსულში გერმანელ ჯარისკაცთან ურთიერთობამ შესაძლოა მისი მომავალი გაანადგუროს. ფილმი იმ ქალების ბედსაც ეხება, რომლებსაც ოკუპაციის დროს გერმანელ სამხედროებთან ურთიერთობის გამო ომის შემდეგ საზოგადოებრივი ანგარიშსწორება შეეხოთ. ელ-ტუხის თქმით, მისი ფილმი ქალის სხეულზე, როგორც „ბრძოლის ველზე“, და იმ ქალებზეა, რომელთა ისტორიაც ხშირად უხილავი და გაუგონარი რჩება.

ჟიურის დიდი პრიზი — „ვერცხლის ლომი“ — სამხრეთკორეელი რეჟისორის ლი ჩან-დონის ფილმს „შესაძლო სიყვარული“ (Possible Love) გადაეცა. საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ლომი“ კი ილია ხრჟანოვსკიმ მიიღო ფილმისთვის „დაუ“.

ხრჟანოვსკიმ ჯილდო ხარკოვსა და უკრაინელებს მიუძღვნა. რეჟისორმა აღნიშნა, რომ „დაუზე“ 2000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა და მათ შორის ბევრი უკრაინელი და ხარკოველი იყო. ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ხარკოვში გადაიღეს. „დაუ“ საბჭოთა ფიზიკოს ლევ ლანდაუსა და საბჭოთა სამეცნიერო ელიტის სამყაროს ეხება. გადაღებებისთვის საბჭოთა სამეცნიერო ინსტიტუტის მასშტაბური გარემო შექმნეს, სადაც მონაწილეები აღდგენილი ეპოქის წესებით ცხოვრობდნენ — პროექტის მეთოდები წლების განმავლობაში მწვავე დისკუსიის საგანი იყო.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო ჯონ მალკოვიჩმა მიიღო მარტინ მაკდონას ფილმში „Wild Horse Nine“ შესრულებული როლისთვის. მალკოვიჩი ცერემონიას არ დასწრებია და გამარჯვებას კანადიდან ვიდეოჩართვით გამოეხმაურა, სადაც ახალ პროექტზე მუშაობს.

ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი გახდა ისრაელელი რეჟისორების იუვალ აბრაჰამისა და რახელ შორის დოკუმენტური „NAZA“, რომელმაც ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ღაზას ომზე გადაღებულ ფილმს პრემიერის შემდეგ დაახლოებით 25-წუთიანი ოვაცია მოჰყვა. Reuters-ის ცნობით, დოკუმენტური ფილმი 24 ისრაელელი სამხედრო და დაზვერვის თანამშრომლის ანონიმურ ინტერვიუებს ეყრდნობა და ღაზაში სამხედრო ოპერაციების წარმოების პრაქტიკას მწვავედ აკრიტიკებს. ისრაელი ფილმში გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.

საუკეთესო სცენარის ჯილდო სტეფან ბრიზეს, კორალი ამედეოსა და ოლივიე გორსს გადაეცათ ფილმისთვის „A Good Little Soldier“, ხოლო მარჩელო მასტროიანის სახელობის ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის მალუ კებიზიმ მიიღო ფილმში „A Place to Heal“ შესრულებული როლისთვის.

წელს ფესტივალზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პოლიტიკურ და სოციალურ თემებს — ომს, ღაზას, ქალთა მდგომარეობასა და ძალადობის სხვადასხვა ფორმას. ამავე დროს, დისკუსია გამოიწვია მთავარ კონკურსში ქალი რეჟისორების სიმცირემ. ჟიურის თავმჯდომარემ მეგი ჯილენჰოლმა აღნიშნა, რომ ქალ რეჟისორებს დაფინანსების მოპოვება კვლავ უფრო უჭირთ, ხოლო ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ განაცხადა, რომ ფილმების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მხატვრული ხარისხი იყო.

ვენეციის 83-ე კინოფესტივალი 2-12 სექტემბერს გაიმართა. წელს კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო „ოქროს ლომები“ ჯორჯ კლუნისა და ელენ ბერსტინს გადაეცათ.

პოპულარული

„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს....

აშშ-მა ხუთი ირანული ნავთობტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამშაბათს, 8 სექტემბერს,...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის...

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კრავჩენკომ კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის...

პუტინმა კიევზე თავდასხმა ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა – სიბიგა

პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა, -...

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება...

კაბარდინო-ბალყარეთში ზვავს 11 ალპინისტი ემსხვერპლა. ექვსი დაკარგულია

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, კაბარდინო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, მთაზე მიჟირგზე ჩამოწოლილი ზვავის...

პოლიტიკური პროცესია, აბა, რა არის? მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს-ზურაბიშვილი ბარამიძის დაკავებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ენმ–ს ერთ–ერთი...

ყველა ამბავი

DW: ზელენსკიმ პუტინს მაიამიში შეხვედრა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინს მაიამიში, დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე შეხვდეს, თუ...

გია ბარამიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. პროცესზე...

პუტინი ევროპას ომით ემუქრება, თუ უკრაინაში ჯარებს შეიყვანენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო ორგანიზაცია BRICS-ის ნიუ-დელის სამიტზე ევროპულ ქვეყნებს ომით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული სამხედრო...

პოლიტიკური პროცესია, აბა, რა არის? მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს-ზურაბიშვილი ბარამიძის დაკავებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით. ის თვლის, რომ მოღალატეები არიან...

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო...

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...