” სუს-ის უფროსის ამ სიხშირით ცვლილება ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან ცხად რამეს მიგვანიშნებს, ეს არის პოლიტიკური პარანოია” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
“სამარცხვინოა, ჯერ თვითონ უსაფრთხოების სამსახურში, იქ პროფესიონალები ხომ არიან კარიერული და უსაფრთხოების მოხელეები. მე არ ვიცი, უბრალოდ მათ რას ეუბნებიან – ან ვის ნიშნავენ, ან რა სიხშირით ცვლიან, შეუძლებელია, რომ ვერტიკალი ასეთ დროს ჩამოყალიბდეს და სისტემური მეხსიერება არსებობდეს. ეს სირცხვილია, მაგრამ ივანიშვილთან დაკავშირებით ძალიან ცხად რამეს მიგვანიშნებს, ეს არის პოლიტიკური პარანოია და არა მხოლოდ პოლიტიკური შესაძლოა, იმიტომ, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ქვეყანაში წელიწადნახევარში რომ ოთხჯერ ცვლი, ესე იგი გეშინია. არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.


