ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

” ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ”  – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მან სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის, თქვა, რომ როგორც სომხეთმა მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა და ჩამოიცილა, ასეთივე ტრავმა არის აფხაზეთი. სომხეთმა ჩამოიცილა ყარაბაღი და ამით ბრიუსელთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობა მიეცა, მიანიშნა, რომ ჩვენც ასე უნდა დავივიწყოთ ტრავმები, ჩამოვიცილოთ იმისთვის, რომ ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო. ეს არის კამპანიის ნაწილი – საქართველო ევროკავშირში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე. ეს არის კამპანია, რომელზეც ჩანს, რომ პირდაპირ უცხოეთიდან არის ორკესტრირებული. იმას, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა იმისათვის, რომ მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა უფრო რეალური, ის, რაზეც მიანიშნებდა გვარამია ყარაბაღთან დაკავშირებით, რომ მისი სომხეთის სწრაფ სვლას ხელი შეუწყო, მისი შეფასებით, ყარაბაღის როგორც ტრავმის დავიწყებამ და ჩამოცილებამ, ის, რაზეც მიანიშნებენ მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით ამუშავდა პირდაპირ პროპაგანდა – საქართველო ევროკავშირში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროპაგანდის გასაგონად, ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ – არანაირ ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ მოსინჯვებს შეეშვას. ის, რომ გვარამია იმეორებს ამ კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ამ კამპანიას არანაირი შანსი არ აქვს ქართველ ხალხში რაიმე ნაირად ფეხი მოიჭიროს. ყველას ვეტყვი, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობას“- აცხადებს პაპუაშვილი

პოპულარული

გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ...

სირიაში საწვავის გაძვირების გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა დაიწყო

სირიაში ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები...

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე...

” ყველაფერი უნდა გაკეთდეს ბავშვებისთვის, განათლებისთვის – ესაა ჩვენი ხელწერა” – ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება" ბათუმში ახალ სკოლას საზეიმოდ ხსნის. ღონისძიებაზე იმყოფებიან...

NBC: აშშ-მ შესაძლოა ევროპიდან სამხედრო კონტინგენტის ნახევარი გაიყვანოს

NBC News-ის ინფორმაციით, პენტაგონი ევროპაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის...

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი იქნება – დეკანოიძე

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი...

ყველა ამბავი

24 საათში, განადგურებული ან დაზიანებულია რუსეთის 2 219 სამიზნე – რობერტ მადიარ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი. აცხადებს, რომ 24 საათის განმავლობაში განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 2 219...

არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიაში: მემარცხენე პარტია და AfD იმარჯვებენ

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალური მიწის ლანდტაგის არჩევნებში, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ბერლინის დეპუტატთა პალატის არჩევნებში კი პირველ...

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე „ნავთობის ინდუსტრიის საკვანძო საწარმოსა და ლოგისტიკურ ობიექტზე“ დარტყმები და, მათ...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებას, — მიიჩნევს...

ბრაზილიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოკვლა სურდა. რატომ ქმნის ეს იურიდიულ პრეცედენტს

„მე მას 50 ათასი შევთავაზე, რომ მე და ჩემი შვილი მოეკლა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა.“ „მინდოდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. Європейська правда-ს კორესპონდენტი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ეს...

CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალეს

მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ შაბათს განაცხადეს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც იმავე დღეს მათი ჟურნალისტები...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის...

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების...

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამით მოაგვარეს დიპლომატიური დავა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ...