მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი და მათი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს. ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ელენას პარტნიორი, 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

ელენა წერეთლის სხეულის ნაწილები 3 ოქტომბერს, მოსკოვში, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე ბინაში აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა დამ განგაში ატეხა — ელენა რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

ბინის დათვალიერებისას გამომძიებლებმა დანაშაულის სავარაუდო იარაღები, სისხლის მსგავსი ნივთიერების კვალი და იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი იპოვეს.

მოგვიანებით, ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხში, რომლითაც გოგიაშვილი სარგებლობდა, ელენას ქალიშვილის ცხედარიც აღმოაჩინეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, იქ იარაღის კიდევ ერთი სამალავი იყო.

რა არის ცნობილი დაკავებულის შესახებ

გამომძიებლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით გოგიაშვილის გადაადგილების მარშრუტი აღადგინეს. ის ვორონეჟის ოლქში, 1986 წელს დაბადებულ ქალთან ერთად დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. ქალის დანაშაულთან შესაძლო კავშირს ამოწმებენ.

ТАСС-ის ინფორმაციით, გოგიაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ჯერ ქალიშვილი მოკლა ავტოფარეხში, შემდეგ კი — მისი დედა. სამართალდამცავ ორგანოებში სააგენტოს უთხრეს, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონფლიქტი ყოფილიყო. გამოძიებას დანაშაულის სრული გარემოებები ჯერ არ გაუხმაურებია.

რუსული მედია გოგიაშვილის ბიოგრაფიის შესახებ განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს. ТАСС-ის წყაროსა და Telegram-არხ Mash-ის ინფორმაციით, ის საქართველოში დაიბადა. Baza კი წერს, რომ გოგიაშვილი დონეცკიდანაა, ლუგანსკში სწავლობდა და მუშაობდა, მოგვიანებით კი რუსეთში გადავიდა.

Telegram-არხ „112“-ის ცნობით, გოგიაშვილი 2014 წლიდან დონბასში ბრძოლებში მონაწილეობდა და „სპარტას“ დანაყოფში მსახურობდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, მის ყოფილ მეუღლეს, ეკატერინას, 2014 წელს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ეკატერინამ РЕН ТВ-ს უთხრა, რომ მას და გოგიაშვილს ორი შვილი ჰყავთ. მისი თქმით, გოგიაშვილი თავდაპირველად ელენა წერეთელთან წავიდა, მოგვიანებით სხვა ქალზე დაქორწინდა, მასთან განქორწინების შემდეგ კი ელენასთან დაბრუნდა. ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მანამდე მისთვის აგრესიისკენ მიდრეკილება არ შეუმჩნევია.

მედიის ცნობით, გოგიაშვილი სხვადასხვა დროს ბიზნესითა და ფიტნესმწვრთნელობით იყო დაკავებული. Baza-ს ინფორმაციით, 2023 წელს ის მოსკოვში ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა, საქმიანობის ძირითად მიმართულებად კი ავტომობილის კომპონენტების წარმოება მიუთითა.

42 მილიონ რუბლზე მეტი დავალიანება

ТАСС-ის ხელთ არსებული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, გოგიაშვილს ტულაში მდებარე „აკადემიკოს ა. გ. შიპუნოვის სახელობის ხელსაწყოთმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროსთვის“ ხელშეკრულებით მიღებული ავანსის დაბრუნება დაეკისრა.

საქმის მასალებში მითითებულია 42 110 000 რუბლი — თანხა, რომლის შესაბამისი სამუშაოც არ შესრულდა. დამატებით, მას საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯის, 570 000 რუბლის გადახდაც დაევალა. გოგიაშვილი განხილვაზე არ გამოცხადდა და საქმე მის გარეშე განიხილეს. გავრცელებულ ცნობებში ამ დავისა და მკვლელობის შესაძლო კავშირი მითითებული არ არის.

ელენა და მამუკა წერეთლების ბიზნესი

ელენა წერეთელი მეწარმე იყო. გამოცემა MSK1-ის ინფორმაციით, მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა მენეჯმენტის სპეციალობით დაამთავრა და სილამაზის სალონ „ვაშ ობლიკს“ ფლობდა.

ის ყოფილ მეუღლესთან, მამუკა წერეთელთან ერთად კომპანია „დანიკის“ დამფუძნებელიც იყო. კომპანია 1992 წლიდან უძრავი ქონების გაქირავებასა და მართვას ეწევა. MSK1-ის ცნობით, 2025 წელს მისი შემოსავალი 33,7 მილიონი რუბლი იყო, აქტივების ღირებულება კი — 304,2 მილიონი რუბლი.

მამუკა წერეთელი მოსკოვში სარესტორნო ბიზნესით იყო დაკავებული. მისი კომპანია Subway-ის ქსელს ავითარებდა და 2010 წლისთვის შვიდ ობიექტს მართავდა. მოგვიანებით მან საკუთარი პროექტები წამოიწყო, მათ შორის გასტროპაბი Beer Pairing.

მედიის ინფორმაციით, ელენა და მამუკა წერეთლები რამდენიმე წლის წინ განქორწინდნენ და ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მოკლული 19 წლის გოგო მათი საერთო ქალიშვილი იყო.

ორმაგი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პოპულარული

სიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს – პენიტენციური

პენიტენციური სამსახური უარყოფს რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, გიორგი...

შსს ენმ-ის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს" -   17:00 საათზე,...

თბილისისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი – კალაძე

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც...

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული...

ორი ფეისბუქ სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო, შსს მიჩივის – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას...

რუსეთმა კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებითც იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

რუსებმა  წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს,...

ყველა ამბავი

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3 ოქტომბერს გამართულსაპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ კვირას, 4 ოქტომბერს, Welt am...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების ოფისების დახურვის გამო. გერმანიის ხელისუფლება ამ ნაბიჯს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე...

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს.რუსეთის სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის...

ALDE – მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი, - ამის შესახებ...

აშშ რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა და მოიცავს მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებასაც, რომელიც სარგებელს მოუტანს ახლო აღმოსავლეთის...

ელენე ხოშტარია: სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც" და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, - ასე ეხმაურება პატიმრობაში...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო...

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში გერმანული პოლიტიკური ფონდების...

ვითხოვთ ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას მსჯავრდებულ დავითაძის განცხადებებზე – არასამთავრობოები

14 არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნებისგან" დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას ითხოვს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს."საქართველოს...

„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება იტალიის სენატში

გაგრის აღების დღეს - 2 ოქტომბერს, იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის - „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - ჩვენება გაიმართა,...