სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ ” – “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შორის პარალელების გავლების მცდელობას ასე  გამოეხმაურა.

“რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რატომ ზეიმობდნენ ნეპალთან დაკავშირებულ მოვლენებს? რატომ ზეიმობდნენ უნგრეთს ან რატომ ზეიმობენ ახლა? – არც ნეპალელები არიან, არც უნგრელები და არც სერბები! ქართველებიც არ არიან – ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი, რასაც ჩვენ ვუყურებთ! მათთვის ეროვნული ინტერესი იმდენად მეჩვიდმეტე ხარისხოვანია, რომ ამის ხელოვნურად გაკეთებაც არ შეუძლიათ.

სერბეთში ოპოზიციური ჯგუფი აქციებზე ხატებით გამოდიოდა. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მათი პლატფორმაა ის, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ხოლო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არასდროს არ მოხდება და კოსოვო არის სერბეთის ნაწილი. აქეთ ვხედავთ იმას, რომ ეს ფსევდო რელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას. ამბობს, რომ ბრიუსელს ცალფეხზე უნდა დავუდგეთ და უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რასაც გვეტყვიან. ეს ფსევდო რელიგიური სექტა ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ტრავმა, რომელიც უნდა მოვიცილოთ. ასე რომ, ამ ფსევდო რელიგიურ სექტას არა თუ საქართველოში გამარჯვების რაიმე შანსი აქვს, ესენი სერბეთში რომ ყოფილიყვნენ იქაც დამარცხდებოდნენ, რადგან ეროვნული ინტერესების გააზრებული არა აქვთ, არ აქვთ ეროვნული იდენტობის და ეროვნული ღირებულებების გააზრება. ასე რომ, პარალელები მოძებნას ტყუილად ცდილობენ.

სერბეთი იქნება თუ უნგრეთი, ეს ყველაფერი ჩვენთან სცადეს – სცადეს ჟურნალისტების რევოლუცია, – ჩაეშალათ, არ გამოუვიდათ! სცადეს „ენჯეოების“ რევოლუცია – არ გამოუვიდათ! სცადეს პარტიების რევოლუცია – არ გამოუვიდათ! ბოლოს ლამის უცხო ქვეყნების პოლიტიკოსების და ელჩების რევოლუცია სცადეს და 2024 წელს ესეც არ გამოუვიდათ. ასე რომ, ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ. საქმე მეთოდებში კი არ არის, არის შინაარსში – რადიკალური ოპოზიცია ეროვნული შინაარსისგან დაცლილია. მათთვის ეს იმდენად უცხოა, რომ ხელოვნურად არ შეუძლიათ თქვან, რომ ქრისტიანული ღირებულებები საქართველოს მთავარი საფუძველია. ხელოვნურადაც არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ. ხელოვნურად არ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნებ – აპელირებენ სომხეთის მაგალითებით და აფხაზეთსა და ცხინვალს ტრავმას უწოდებენ, რომელიც უნდა მოვიცილოთ. არ არსებობს არც ერთი შესაძლო „ოპცია“ და ვარიანტი, როცა ანტიქართულმა აგენტურულმა ძალამ საქართველოში რაიმე წარმატებას შეიძლება მიაღწიოს!

უნგრეთის მაგალითზე მაინც უნდა მიმხვდარიყო ფსევდო რელიგიური სექტა, რომ საკითხი პრორუსულობას, პროევროპულობას ან პროამერიკულობას არ ეხება. მადიარიც არა ანტირუსული ან პროევროპული განწყობისაა, არამედ არის პროუნგრული განწყობის, რაც არის მთავარი და მოქმედებს ისე, რაც უნგრეთის ეროვნული ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოპულარული

დღეს სასულიერო პირმა შეიძლება გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს და ვიღაცას დაარტყას კიდეც: მიტროპოლიტი იობი

შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას...

ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ – ზელენსკი

"ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ "-...

საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული – ჩხაიძე

"საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა...

NYT: ტრამპს სურს, ზელენსკის რუსეთის პირობებით მშვიდობა თავს მოახვიოს

ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და...

ენმ-ი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით  სააკაშვილისა და ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობით გამოდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე...

საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი...

ზელენსკი: თუ ამერიკას არ შეუძლია პუტინის შეჩერება, მოგვეცით გადამჭერი რაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ავტორიტეტულ გამოცემა Corriere della...

ყველა ამბავი

ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?- სააკაშვილი

"ქოცებო, არ ხართ ახლა ღირსი, რომ ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ქეჩოში ხელი?" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს...

ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო 10-თვიანი დევნილობის შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდა

ვენესუელელი ოპოზიციონერი ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, მარია კორინა მაჩადო, ერთწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.მაჩადომ ქვეყანაში შესვლა კოლუმბიის...

პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.საგამოძიებო უწყების განმარტებით, აღნიშნული სისხლის...

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად – ჭეიშვილი აქციაზე

500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს წესიერად და ამის ფონზე, თავს იმართლებენ იმით, რომ თითქოს, ხალხის მასა აუცილებელი არ...

თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა. ნათქვამჯა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდარ...

საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა გაიმართა.აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს, თურქეთში, Istanbul Congress Center-ში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. „გაუქმების...

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  დანაშაულის ჩადენის...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ  დიზელზე, მერე კი  რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000 მბ)50 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 29₾400 წთ...

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...