“როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ” – აცხადებს, ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგი სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე.
“ქვეყნის უბედურებაა, რომ სხვის უბედურებაზე ვიღაცები მდიდრდებიან. საშინელება ხდება, ზოგი თვითმკვლელობითაც კი ამთავრებს, როცა ყველაფერს აგებს. ეს არის ეშმაკის ბორბალი. რომელი ისეთი ქვეყანა ჩვენ ვართ, რომ დავუშვათ, კაზინოებით გაივსოს. გავოცდი, როცა გავიგე, რომ კაზინოების ბრუნვა 88 მილიარდი ლარია.
ეს ქვეყნის უბედურებაა და როგორმე უნდა მოხდეს, რომ გადაიფიქრონ, ეს საკითხი პარლამენტში ხელახლა გავიდეს და იგნორირება გაუკეთონ”. – თქვა მეუფე ვახტანგმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში.


