ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმას აპროტესტებენ

ჩეხეთის მმართველი კოალიცია, პრაღაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და მედიის წარმომადგენელთა გაფიცვის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების რეფორმის გეგმას არ შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა 4 ნოემბერს განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცვლილებების მიზანი მხოლოდ მოქალაქეებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა და პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას წინ უძღოდა 3 ნოემბერს დაწყებული მწვავე საპროტესტო ტალღა. ქვეყნის საზოგადოებრივი ტელევიზიისა (Česká televize) და რადიოს (Český rozhlas) თანამშრომლები ერთდღიან გაფიცვაზე გავიდნენ, რის პარალელურადაც პრაღაში, ვენცესლასის მოედანზე, ათასობით მოქალაქე შეიკრიბა სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

უთანხმოების მთავარი მიზეზი ახალი კანონპროექტია, რომელიც რადიკალურად ცვლის მაუწყებლის დაფინანსების წესს. რეფორმის მიხედვით, უქმდება სპეციალური სააბონენტო მოსაკრებელი, რომელსაც ჩეხეთის მოსახლეობა და ბიზნესსექტორი პირდაპირ იხდიდა და რითაც მედიის პოლიტიკური დამოუკიდებლობა იყო გარანტირებული.

ახალი მოდელით კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი პირდაპირ სახელმწიფო ხაზინაზე ხდება დამოკიდებული, ამასთანავე, დაფინანსების საერთო მოცულობა 15 პროცენტით მცირდება.

საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, აცხადებენ, რომ მედიის ბიუჯეტის მიბმა სამთავრობო ხაზინასთან ხელისუფლებას პირდაპირ ფინანსურ ბერკეტს აძლევს, რათა ზეგავლენა მოახდინოს კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.

კრიტიკოსთა ნაწილი პარალელებს ავლებს მეზობელ უნგრეთსა და სლოვაკეთთან, სადაც მსგავსი რეფორმების შედეგად საზოგადოებრივი მედიასაშუალებები სამთავრობო კონტროლის ქვეშ მოექცნენ.

საზოგადოებრივი პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 24 ოქტომბერს, მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო დებატების შეზღუდვის ფონზე, კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი ღამის 04:36 საათზე უყარა. დემონსტრანტებმა ეს დრო ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების ფარულად მიღების სიმბოლოდ აქციეს და აქციაზე შესაბამისი წარწერის მქონე პლაკატებით გამოვიდნენ.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. სამოქალაქო მოძრაობებმა მომდევნო კიდევ უფრო მასშტაბური დემონსტრაციები პრაღაში 10 და 15 ნოემბრისთვის დააანონსეს.

პოპულარული

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში იმარჯვებენ და აშშ-ის კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს...

უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს! – ბუდანოვი

"უკრაინაში ყოველი მსხვერპლისთვის, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები უნდა იწვოდეს!',...

NASA-ს მარსის იმიტირებული მისიის ეკიპაჟმა იზოლაციაში გატარებული 378 დღის შემდეგ საცხოვრებელი მოდული დატოვა

ეკიპაჟის ოთხმა წევრმა, რომლებიც მარსის იმიტირებულ მისიაში მონაწილეობდნენ, ჰიუსტონში,...

მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დახურა: ყოფილი პრემიერი ბრალს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ჯარის ძარცვის“ (თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების)...

“ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა” – დააკავეს 1 პირი

"ავეჯის დამზადებას დაპირდა და თანხა მიითვისა"  -  ქვემო ქართლის...

ჰაკერებმა მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance გატეხეს

ბოროტმოქმედებმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-ზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს....

მარკო რუბიო უკრაინაში ომის მალე დასრულებას ეჭვით უყურებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის მალე დასრულების...

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილება სთხოვა

პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიის ქვეყნებს სთხოვეს, რუსეთის მიმართ საჯარო რიტორიკა...

ყველა ამბავი

“ქართული ოცნების” პირობებში EU-ში ვერ შევალთ – კოალიცია ცვლილებისთვის

"ანგარიში ადასტურებს, რომ ოცნების პირობებში EU-ში ვერ შევალთ" -  ასე ეხმაურება, კოალიცია ცვლილებისთვის ევროკომისიის ახალ ანგარშის. "გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების...

რუსეთის პროკურატურამ პარტია “დროა” არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციის" გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის ზედამხედველობის...

დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – კობახიძე

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

კობახიძე ჰერჩინკს “ტრაგიკულ პიროვნებას” უწოდებს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს, "ტრაგიკული პიროვნება უწოდეა.გუშინ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

აჭარაში 13 400 ყალბი დოლარის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დრონებმა რიაზანს შეუტიეს – ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის ავიაციას საწვავით ამარაგებს

რიაზანში ღამით მომხდარი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა ქარხანას, რომლის პროდუქციაც მძღოლებთან ერთად რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ავიაციასაც სჭირდება.5 ნოემბერს,...

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."სასამართლო პროცესზე...

თვითმფრინავი, რომლითაც ვუჩიჩის თანამოაზრეები მოსკოვში მიემგზავრებოდნენ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს

თვითმფრინავი, რომლითაც სერბი პოლიტიკოსები, ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თანამოაზრეები, მოსკოვში მიემგზავრებოდნენ, ლიეტუვის საჰაერო სივრციდან უკან მოაბრუნეს და ბელგრადში დააბრუნეს....

ვენსი: არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მთავარი მიზეზი ირანთან ომია

აშშ-ის ირანთან ომი შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების მთავარი მიზეზია, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, ამომრჩევლები...

მერცი: კონგრესის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის პოლიტიკის ცვლილებას არ ველი

მერცმა განაცხადა, რომ კონგრესის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელოდება. რესპუბლიკელების მარცხს ასევე გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერები და...

მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს-ჰერჩინსკი

მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს - საქართველომ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი,...

საგარეო ევროკომისიის ანგარიშს “ფაქტობრივ უზუსტობებს და მცდარი შეფასებებს” უწოდებს

"ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული...