ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. – წერს გზების დეპარტამენტი.
ასევე, უწყების ცნობით, მოძრაობა აიკრძალა ოზურგეთი-გომისმთის გზის გარკვეულ მონაკვეთზეც.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ14-კმ33 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. – წერია განცხადებაში.


