23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის შემდეგ თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადვოკატი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა საქართველოს პროკურატურას!!! მთავარ პროგურორს გიორგი გვარაკიძეს!!! დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს !!! ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს ყველა მედეა საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძეს და მის გუნდს… ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დაკავებულია!!!“, – წერს ადვოკატი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში.
23 წლის თემურ ხადური დაკარგულად ითვლებოდა 2024 წლის 25 აგვისტოდან, ხოლო მისი ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.
ოჯახის თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა.
დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება.ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა, თუმცა, დაუდგენელია, როგორ მიიღო მან ეს დაზიანებები.
თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი ეჭვობს, რომ ბიჭს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და „შემოაკვდათ“, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს.


