თეთრმა სახლმა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტი დააანონსა. დღის წესრიგში უკრაინა არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს, ოფიციალურად განაცხადა თეთრმა სახლმა. ეს ამ სამი სახელმწიფოს ისტორიაში მეთაურთა პირველი სამმხრივი სამიტი იქნება. ვაშინგტონმა მის მთავარ მიზნად ბირთვული შეკავება დაასახელა, თუმცა პეკინი მანამდე ამ თემაზე მოლაპარაკებებს უარყოფდა. უკრაინის საკითხის განხილვა არ იგეგმება, განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წყარომ.

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები შეხვედრას ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტის ფარგლებში გეგმავენ. სამიტი მომავალ კვირას ჩინეთის ტექნოლოგიურ ცენტრ შენჟენში გაიმართება. მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოების მეთაურთა პირველი ერთობლივი შეხვედრა უპრეცედენტო მოვლენა იქნება, აღნიშნავს Associated Press.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად მსოფლიოში ბირთვული არსენალების შემცირებასაც განიხილავს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, — განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ოლივია უეილსმა.

ტრამპის დაჟინებულმა მოთხოვნამ, ყურადღება ბირთვული არსენალების შემცირებაზე გამახვილდეს, შესაძლოა ჩინეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს. პეკინი უარყოფს ბირთვული იარაღის საკითხის რუსეთსა და აშშ-სთან ერთად განხილვის მცდელობებს, წერს Reuters.

ამერიკელი ოფიციალური პირები მოუწოდებენ საზოგადოებას, არ ელოდოს ახალი ბირთვული შეთანხმების გაფორმებას. მათი განმარტებით, ეს მოლაპარაკებები მხოლოდ საწყისი ეტაპი იქნება, იუწყება CNN.

„არ ველით რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიღწევას, — განუცხადა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა. — ამას დავახასიათებდი, როგორც საწყის ეტაპს, როგორც პირველ საუბარს ამ ქვეყნებს შორის, ყოველ შემთხვევაში, ლიდერების დონეზე“.

„ჩინეთისთვის ეს რთული თემაა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პეკინისთვის დროა, ასე ვთქვათ, „უფროსების მაგიდას“ მიუჯდეს და სერიოზულ საკითხებზე სერიოზული საუბარი დაიწყოს“, — ციტირებს მას Reuters.

სააგენტოს ცნობით, პეკინი წლების განმავლობაში თავს არიდებს ვაშინგტონთან პირდაპირ დიალოგს საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ამ საკითხებზე, უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა და აშშ-მა უნდა იმსჯელონ, რადგან ყველაზე დიდი არსენალები სწორედ მათ აქვთ.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, ბირთვული ქობინების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთს აქვს. მას აშშ და ჩინეთი მოსდევენ.

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებას — New START-ს — მოქმედების ვადა თებერვალში ამოეწურა.

ეს ორ ქვეყანას შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის ბოლო მოქმედი ხელშეკრულება იყო. შედეგად, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ არსენალზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.

ტრამპმა უარყო რუსეთის წინადადება, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაგრძელებულიყო. ის „ახალი, გაუმჯობესებული და მოდერნიზებული“ შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა, რომელშიც ჩინეთიც მიიღებდა მონაწილეობას.

სამივე გამოცემის წყაროს თქმით, შეხვედრისას ტრამპი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების თემასაც შეეხება, თუმცა მოსალოდნელი არ არის, რომ უკრაინაში რუსეთის ომის საკითხს წამოჭრის. თეთრი სახლის წყაროს განცხადებით, არც პუტინთან ცალკე, ორმხრივი შეხვედრა იგეგმება.

მისივე თქმით, ტრამპთან ერთად ჩინეთში, სხვებთან ერთად, ბიზნესმენი ილონ მასკიც გაემგზავრება, თუმცა სამმხრივ შეხვედრაში მისი მონაწილეობა არ იგეგმება. არც უკრაინისთვის მისი კომპანიის, SpaceX-ის, სატელიტურ ინტერნეტზე წვდომის საკითხის განხილვაა გათვალისწინებული.

„ბოლო დროს რუსეთის მხარესთან ბევრი კონტაქტი გვქონდა, მაგრამ ჩინეთი ამ პროცესში ჩართული არ არის, ამიტომ აქ უკრაინის საკითხის განხილვა შეუსაბამო იქნებოდა“, — ციტირებს თეთრი სახლის წარმომადგენელს Reuters.

პეკინსა და მოსკოვს სამმხრივ სამიტში მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ. უცნობია, მზად არიან თუ არა რუსეთი ან ჩინეთი, ტრამპთან შეიარაღების შემცირების საკითხებზე იმსჯელონ.

მიუხედავად იმისა, რომ სამი ქვეყნის ლიდერთა მონაწილეობით სამიტი გამორჩეული მოვლენაა, ანალიტიკოსები მისგან მნიშვნელოვან გარღვევებს არ ელიან. მათი შეფასებით, შეხვედრას უფრო სიმბოლური ხასიათი ექნება, ვიდრე შინაარსობრივი, წერს Associated Press.

სი ძინპინი შესაძლოა ჩინეთის მზარდი გავლენისა და პრესტიჟის წარმოჩენას ცდილობდეს. კრემლისთვის კი დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა შეიძლება გახდეს შესაძლებლობა, რუსეთი ვაშინგტონისა და პეკინის თანასწორ ზესახელმწიფოდ წარმოაჩინოს, აღნიშნავს სააგენტო.

„ვფიქრობ, პუტინისთვის მთავარი იყო, ეჩვენებინა მზადყოფნა აშშ-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარე სისთან დიალოგისთვის — დიალოგისთვის, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებებს სწორედ ისინი იღებენ. ბუნებრივია, ეს არც უკრაინელებს მოსწონთ და არც ევროპელებს“, — აღნიშნავს მალაიზიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ედგარდ კაგანი, რომელიც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში მუშაობს.

ტრამპი შენჟენში ოთხშაბათს, გვიან საღამოს ჩავა, რათა APEC-ის ორდღიან სამიტში მიიღოს მონაწილეობა. სამიტში 21 ქვეყანა მონაწილეობს. ხუთშაბათს ასევე დაგეგმილია ტრამპისა და სი ძინპინის ორმხრივი მოლაპარაკებები — ეს მათი მეოთხე შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი 2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნდა.

წელს ჩინეთის ლიდერმა პეკინში, სულ რამდენიმე დღის შუალედით, პუტინსა და ტრამპს უმასპინძლა. სექტემბერში კი აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს ვაშინგტონში შეხვდა.

პოპულარული

თელავში შვილმა დედა დაჭრა — ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში)...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების...

მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას – ჯაღმაიძე

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით,...

მაია სანდუ: მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც...

იტალიის, ბრიტანეთის და ირლანდიის სკოლებში ბომბის შესახებ შეტყობინებები გავრცელდა – 300-მდე სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, ასობით სასწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა. ბომბის...

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით...

ყველა ამბავი

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების აფრენა აიკრძალა, განახლებების დაყენებისას აღჭურვილობის გადატვირთვამ გამოიწვია, განაცხადა შიდა უსაფრთხოების...

მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს – დაღსტნელი მოჭიდავე

"მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე, ახმედ გაჯიმაგომედოვი, რომელიც...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას " - წერს "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს" დაარტყა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU)ავრცელებს. ხომალდზე იერიშის ფაქტი...

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო...

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს." ჯგუფური...

თელავში შვილმა დედა დაჭრა — ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულმა თელავში,...

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა.შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა, როდესაც მამუკა ხაზარაძე შვილთან,...

ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან

ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს — ისინი...

კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელების სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს, რის შემდეგაც დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკის...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში "ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციის...