აფხაზმა ოპოზიციონერმა, შვილი, სამკურნალოდ არა რუსეთის, არამედ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, კან კვარჩიას შვილი, ეფრემ კვარჩია სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დაჭრილის ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მისმა ოჯახმა მიიღო. მანამდე რუსეთის მხარემ ოჯახს პაციენტის რუსეთში გადაყვანა და სამედიცინო დახმარება შესთავაზა, პროცესში რუსი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულნი, თუმცა ნათესავებმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს.

ეფრემ კვარჩია 15 ნოემბერს, სოხუმში, ძიგუას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს. შემთხვევასთან კავშირის ბრალდებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნოდიკ კვიცინიაა დაკავებული.

რაც შეეხება თავად კან კვარჩიას, ის ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერია და მოსკოვთან მწვავე დაპირისპირებით გამოირჩევა. რუსული გავლენების კრიტიკის გამო, 2025 წელს რუსეთმა მას მოქალაქეობა ჩამოართვა, ხოლო მალევე მამა-შვილზე რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა.

2025 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდა. ამ დროს სოხუმში ჩასულები იყვნენ რუსი პოლიტტექნოლოგები, რომლებიც კან კვარჩიამ არჩევნებში უხეშ ჩარევასა და მოსყიდვაში დაადანაშაულა, რასაც სოხუმში, პოლიტტექნოლოგების ოფისში დაპირისპირება მოჰყვა. სოჭის პოლიციამ ამ ინციდენტს „ყაჩაღობა“ უწოდა. რუსული მხარის მტკიცებით, აფხაზმა ოპოზიციონერებმა რუს პოლიტტექნოლოგებს იარაღის მუქარით დაახლოებით 2 მილიონი რუბლი (25 ათასი დოლარი) წაართვეს. ამ საქმეზე სოჭის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა კან კვარჩიას და მის შვილს, ეფრემ კვარჩიასაც.

პოპულარული

მამაკაცი, რომელმაც ფონიჭალაში აფეთქებისას სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური...

სერბეთში მთავარი პროპაგანდისტული ტელევიზიის მფლობელი დააკავეს, რომელიც მაყურებელს ომით აშინებდა

ბელგრადის პროკურატურის ორდერით, სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავარი...

ვთქვათ დაგვასანქცირეს – რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით”? – კალაძე

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა,...

ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

დღეს დილით Wizz Air-ის  ქუთაისიდან–ბერლინის რეისის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე...

არც ყულევი, არც ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას – ვოლსკი

არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს, ხელისუფლება,...

ყველა ამბავი

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა

უფლებადამცველი ანა თავხელიძე წერს, რომ 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და...

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს – ზელენსკი

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალებს ამ საპასუხო ქმედებების სიზუსტისთვის, - ამის შესახებ...

ვთქვათ დაგვასანქცირეს – რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით”? – კალაძე

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“...

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა – კალაძე ბათუმზე

ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ამბობს "ქართული ოცნების " მერი კახა...

UEFA ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია - UEFA 26 ნოემბერს ბათუმში, „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართულ მატჩზე მომხდარ ინციდენტს...

რას წერს თურქული მედია ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე

ბათუმში გამართულ საფეხბურთო მატჩზე განვითარებულ მოვლენებს თურქული მედია აქტიურად აშუქებს. თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ დეტალურად აღწერს ორი ქვეყნის შინაგან...

ბათუმში დაკავებული თურქი ფანები გაათავისუფლეს: თურქული მედია დიპლომატიურ ჩარევასა და UEFA-ში შეტანილ საჩივარზე

თურქული საინფორმაციო პორტალის, Haberler.com-ისა და გამოცემა Türkiye Gazetesi-ს ცნობით, ბათუმში გამართული „ბეშიქთაში“-„ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შემდეგ დაკავებული...

დაპირისპირება ბათუმის მატჩზე, მინისტრების სატელეფონო ზარები და ანკარის რეაქცია

ბათუმში გამართული ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მწვავე დაპირისპირებისა და დიპლომატიური კონტაქტების მიზეზი გახდა....

#BlackFriday-ის განსაკუთრებულ შეთავაზება!

#BlackFriday-ის განსაკუთრებულ შეთავაზება! 27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, #საკვირველიდღეები გაძლევს შესაძლებლობას, გაიაქტიურო „ყველაფერი ულიმიტო“ ნახევარ ფასად.ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით და მიიღე: ულიმიტო ინტერნეტი ულიმიტო...

ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს,  პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება.  სოციალურ...

სერბეთში მთავარი პროპაგანდისტული ტელევიზიის მფლობელი დააკავეს, რომელიც მაყურებელს ომით აშინებდა

ბელგრადის პროკურატურის ორდერით, სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავარი იდეოლოგი და მედიაჰოლდინგ „ინფორმერის“ მფლობელი დრაგან ვუჩიჩევიჩი დააკავეს. წინასაარჩევნო პერიოდში...

„ძვირფასი რუსი ხალხი“ და შეხვედრები მოსკოვში: რუსული მედია თბილისში გაკეთებულ განცხადებებზე

რუსული მედია ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. მთავარი აქცენტი „ძვირფას რუს ხალხსა“ და მოსკოვსა და თბილისში მოლაპარაკებების გამართვაზეა.სახელმწიფო სააგენტო ТАСС-მა...