2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა– საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

“ამერიკის ხმის“ ინფორმაციით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს პარლი ვაშინგტონში, “ატლანტიკურ საბჭოში” ევროპის თავდაცვაზე საუბრისას საქართველო რუსეთის ომს შეეხო და თქვა, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო ნაწილებად დაჰყო. „ევროპელები უყურებენ უკანასკნელ მოვლენებს და ხედავენ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა. 2008 წელს, საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა. 2014 წელს კი უკრაინის ჯერი დადგა“, – განაცხადა მან.

პარლი ევროპის მიერ საფრთხეების გაანალიზებასა და საერთო თავდაცვის საჭიროებაზე საუბრობდა. ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას პასუხობდა, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე საკუთარი ბიუჯეტის 2 პროცენტი უნდა დახარჯონ. პარლიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი „ყველაფერს გააკეთებს, ევროპელებთან ერთად, რომ აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა“. თუმცა იქვე დასძინა, რომ ამას ევროპელი მოკავშირეები „ავტონომიას“ დაარქმევენ და ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც „ამერიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“.

მისი თქმით ევროპის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება ვაშინგტონს ტვირთს შეუმსუბუქებს. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დახმარებისთვის და არ დაველოდოთ, რომ საზღაურს ყოველთვის შეერთებული შტატები გადაიხდის“, – თქვა მან. ევროპული დედაქალაქების შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ვაშინგტონის ნატოს წევრად დარჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამ გამოიწვია. პარლის თქმით, ამის გამო, ევროპელებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ის რაც აქამდე „წარმოუდგენელი იყო შესაძლოა ნელ-ნელა ხდებოდეს“. პრეზიდენტი ტრამპი ევროპელი მოკავშირეებისგან ნატოში უფრო მეტ ფინანსურ თანაზიარობას ითხოვს.

თუმცა მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ევროპული საერთო ჯარის თაობაზე, როგორც ამერიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. საკუთარ გამოსვლაში პარლიმ შეერთებული შტატების მიერ, საბჭოთა კავშირთან დადებული საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებიდან (INF) გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ნატოს მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია ქონდეთ.

„ფაქტია, რუსეთი არ ასრულებს INF-ის ვალდებულებებს და ეს ქმნის უდიდეს საფრთხეს ევროპელებისთვის, რადგან რუსების მიერ შექმნილ ახალ სისტემას ევროპის ტერიტორიაზე ექნება გავლენა და არა სხვაგან”, – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ნატომ შესაბამისი პასუხი უნდა შეიმუშავოს თუ რუსეთი, მიუხედავად განმეორებითი გაფრთხილებებისა, გააგრძელებს ბირთვული შეთანხმების დარღვევას. პარლიმ მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზეც ისაუბრა.

„დეზინფორმაცია, როგორც მითხრეს (რუსულად არ ვსაუბრობ) რუსული სიტყვაა – ვინ იცის რატომ. თუმცა ეს არ არის ჩავლილი ფაქტი, ეს არის მომავლის კონფლიქტის მუდმივი თანამგზავრი და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ… ზოგჯერ სასწორზე ჩვენი დემოკრატიაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა მან. წყარო: ამერიკის ხმა

პოპულარული

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას...

გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ...

მამუკა მდინარაძეს დაცვა დაუნიშნეს

საქართველოს მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა...

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე...

აშშ-მ რუსული VTB ირანთან დაკავშირებულ სანქციათა სიაში შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთის...

მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა – აი, აქ ვარ – ილია თოფურია

"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს,...

ყველა ამბავი

კიევი: მოსკოვზე დარტყმისას პირველად გამოიყენეს რაკეტა „პელიკანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთის მოსკოვის რეგიონში მდებარე „ნავთობის ინდუსტრიის საკვანძო საწარმოსა და ლოგისტიკურ ობიექტზე“ დარტყმები და, მათ...

ლატვიის პრეზიდენტი: ნატოს ქვეყნების უმრავლესობა რუსეთის სარაკეტო დარტყმას ვერ მოიგერიებს

თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ქვეყნის ფარგლებს გასცდება, ნატოს ქვეყნების უმრავლესობა ვერ შეძლებს რუსეთის სარაკეტო შეტევის მოგერიებას, — მიიჩნევს...

ბრაზილიელი დააკავეს მას შემდეგ, რაც ChatGPT-ს უთხრა, რომ საკუთარი შვილის მოკვლა სურდა. რატომ ქმნის ეს იურიდიულ პრეცედენტს

„მე მას 50 ათასი შევთავაზე, რომ მე და ჩემი შვილი მოეკლა, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან საქმე ბავშვს ეხებოდა.“ „მინდოდა...

ასობით უკრაინული დრონი მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დაესხა თავს–ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო...

გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“...

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინას 100 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი 2028-2034 წლების ბიუჯეტში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. Європейська правда-ს კორესპონდენტი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ეს...

CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა აუკრძალეს

მედიასაშუალებებმა CNN-მა, MS NOW-მ და Politico-მ შაბათს განაცხადეს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავენ მას შემდეგ, რაც იმავე დღეს მათი ჟურნალისტები...

ზახაროვა: რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“

რუსეთისა და საქართველოს ხალხებს „ერთმანეთი მოენატრათ“, ხოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნა დიდი ხნის ნანატრი იყო. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის...

Reuters:პუტინს „არჩევნები“ სჭირდება, რათა ომის შემდგომი გაგრძელება გაამართლოს

სააგენტო  Reuters წერს, რომ „ერთიანი რუსეთის“ მოსალოდნელი გამარჯვება კრემლისთვის შეიძლება ხელსაყრელ ინსტრუმენტად იქცეს, რათა კენჭისყრის შედეგები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მოქალაქეების...

აშშ-მა და დანიამ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ამით მოაგვარეს დიპლომატიური დავა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მუქარამ...

პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი – ბესელია ბაღებში ინტოქსიკაციაზე

"საკვებ პროდუქტებზე პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღზე, შემდეგ მუნიციპალიტეტზე, მერზე და უნდა ერთვებოდეს პარლამენტი - ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა,...

Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა კრემლის გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. ერთ-ერთი მიზანი არმიასა და ФСБ-ში „რუსოფობების“ ძებნაა

გამოცემა Meduza-მ ინტერნეტში აღმოაჩინა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. სავარაუდოდ, ეს დოკუმენტი ღია წვდომაში არ უნდა მოხვედრილიყო. გეგმით...