მუნიციპალური განვითარების ფონდის მრავალმილიონიანი ტენდერები ოცნების შემომწირველებს

spot_imgspot_img

ფლანგვის დეტექტორი  შპს ელ ჯორჯიას მიერ მოგებული სახელმწიფო ტენდერების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. კომპანიამ მხოლოდ პანდემიის დროს,   მუნიციპალური განვითარების ფონდის 3 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან ერთ შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.

მანამდე, 2013-2020 წლებში დიმიტრი კუპატაძისა და ტარიელ გიორგაძის კომპანიამ 52 მილიონის ტენდერები მოიგეს, აქედან 20 მილიონის – უკონკურენტო გარემოში.

ამავე წლებში, “ელ ჯორჯიამ” 18 მილიონზე მეტი სახელმწიფოსგან ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვებით მიიღო.

აღსანიშნავია ის, რომ კომპანიის დამფუძნებლები ქართული ოცნების შემომწირველები არიან.

შპს ელ ჯორჯიამ მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 9 მილიონი ლარი მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანიის დამფუძნებლებმა ქართულ ოცნებას ჯამში 101 ათასი ლარი შესწირეს.

შპს ელ ჯორჯია (ს/კ 406042036) 2011 წელს დაარსებული კომპანიაა. კომპანიის წესდებიდან ვიგებთ, რომ საზოგადოების საქმიანობის საგანია სხვადასხვა სახის სამშენებლო, აღდგენითი და თავისსავე დამზადებული ან შეძენილი საქონლით ფიზიკური და იურიდიული პირების მომარაგება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, კომპანია 2013 წლიდან იღებს მონაწილეობას ელ. ტენდერებში. მას 89 ელ. ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ გზით კომპანიამ 2013-2020 წლებში 52,261,198 ლარი მიიღო, აქედან 19,899,182 ლარი უკონკურენტო გარემოში. დროის იგივე მონაკვეთში შპს ელ ჯორჯიამ გამარიტვებული შესყიდვების გზით 18,419,571 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
2020 წელს კომპანიამ 3 ელ.ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 1 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
პირველი ხელშეკრულება 2020 წლის 20 ოქტომბრით თარიღდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოცხადა ტენდერი ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავღელეში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,369,767 ლარი იყო და მასში მონაწილეობას სამი კომპანია იღებდა, მათ შორის შპს ელ ჯორჯიაც. საბოლოოდ, გამარჯვებული სწორედ აღნიშნული კომპანია გახდა და ხელშეკრულების თანახმად, მან 2,192,998 ლარი უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემებით კომპანიას უკვე მიღებული აქვს თანხის 30%(657,899ლარი) ავანსის სახით.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,631,961 ლარს შეადგენდა და გამარჯვებულ კომპანიას დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. აღნიშნულ ტენდერშიც სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას და 2020 წლის 4 ნოემბერს ხელშეკრულება შპს ელ ჯორჯიასთან გაფორმდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის 3,303,324 ლარი უნდა გადაუხადოს.
კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის სექტემბერში გამოცხადა, ითვალისწინებდა ქ. მარტვილში ერთ-ერთი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ ტენდერი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა და შესაბამისად, ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული შპს ელ ჯორჯია იყო, რომელსაც აღნიშნული ტენდერით 3,037,298 ლარს გადაუხდიან. აღნიშნული ხელშეკრულება 2022 წლის ბოლომდე არის ძალაში და კომპანიას დღევანდელი მონაცემებით ფული არ მიუღია.
აღსანიშნავია ისიც, რომ შპს ელ ჯორჯიას ელ.ტენდერებით მიღებული თანხიდან 19,177,802 ლარი ავანსის სახით აქვს აღებული.
რაც შეეხება ინფორმაცია კომპანიის შესახებ, 2011 წლიდან მოყოლებული კომპანიის წესდებაში ცვლილება არ შესულა დირექტორსა და პარტნიორებთან დაკავშირებით. როგორც საჯარო რეესტრის 2011 წლის ამონაწერიდან ვიგებთ, კომპანიის დირექტორი დიმიტრი კუპატაძე იყო, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ტარიელ გიორგაძე. დღევანდელი მონაცემებიდანაც ვიგებთ, რომ კომპანიაში დირექტორის თანამდებობას ისევ დიმიტრი კუპატაძე იკავებს, ხოლო ერთადერთი პარტნიორი ისევ ტარიელ გიორგაძეა.
გარდა იმისა, რომ შპს ელ ჯორჯია საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებს იგებს და მათ შორის ხშირად უკონკურენტო გარემოშიც, კომპანიის დირექტორი და ერთადერთი მეწილე მმართველი პარტიის შემომწირველები არიან. მაგალითად, კომპანიის დირექტორმა დიმიტრი კუპატაძემ 2020 წლის 22 სექტემბერს ქართულ ოცნებას 41,000 ლარი შეწირა, ხოლო ამის შემდეგ, 1 ოქტომბერს, კომპანიის 100%-იანი წილის მმართველმა ტარიელ გიორგაძემ ქართულ ოცნებას ასევე 60,000 ლარი შეწირა.
წყარო: ფლანგვის დეტექტორი
spot_imgspot_img

პოპულარული

75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა აშშ–ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება,...

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც...

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში...

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია,...

მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზე

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი,...

გვარამია:საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ. წითლიძე:ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს

დაპირისპირება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და ნაციონალურ...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...
spot_img

ყველა ამბავი

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...