ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პროკურატურამ პარლამენტს მიმართა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პროკურატურამ პარლამენტს მიმართა.

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დაახლოებით 21:00 საათზე, ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და მოუწოდა პარლამენტში შეჭრისკენ, თუ მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ვინაიდან, ულტიმატუმი არ შესრულდა, საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ შენობის დასაცავად განლაგებულ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავებმა, ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით შეკრებილმა მოქალაქეებმა, დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოს და კერძო პირთა კუთვნილი ქონება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს თანხა, 2019 წლის 15 ივლისს (სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში), სრულად იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე.
2020 წლის 1 ნოემბერს, ნიკანორ მელიამ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები.
აღნიშნულის გამო, 2020 წლის 3 ნოემბერს, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ნიკანორ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება, ამავდროულად, მისთვის ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 (ორმოცდაათი) დღე. მასვე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
როგორც აღინიშნა, 2020 წლის 1 ნოემბერს ნიკანორ მელიამ საჯაროდ გამოსვლისას, დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნა უკვე გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდა.
მიუხედავად ამისა, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები – ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში, გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებს უზრუნველყოს ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა. სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია – გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა.
იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მიმართა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე.

აღნიშნული თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების -გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობით შეცვლის თაობაზე”- ნათქვამია განცხადებაში.

5 თებერვალს, გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პირობების შესრულებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავდა.

პოპულარული

რომის პაპის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. მას სიმსივნე ამოჰკვეთეს

წმინდა საყდრის ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპი ლეო XIV წარმატებული...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ...

ჰერჩინსკი თავს ესხმის ქართველ ხალხს – კობახიძე

ჰერჩინსკიზე თუ დამისვამთ კითხვას, მე რას ვფიქრობ იმაზე, რომ...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში...

მასშტაბური ხანძარი კანადის სამხედრო ბაზაზე: ოთხი დაღუპული და ათობით დაშავებული

კანადის სამხედრო ბაზაზე გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები...

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ...

ყველა ამბავი

მასშტაბური ხანძარი კანადის სამხედრო ბაზაზე: ოთხი დაღუპული და ათობით დაშავებული

კანადის სამხედრო ბაზაზე გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ.„ქვეყანა გლოვობს ჩვენი შეიარაღებული...

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე მეოთხე სართულიდან გადახტა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც...

ზელენსკი: ტრამპის „ზავის“ დაწყებიდან რუსეთმა ენერგეტიკულ ობიექტებზე 76 დარტყმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და ნავთობგაზის სექტორზე 76 დარტყმა განახორციელა, განაცხადა...

ლიეტუვასა და ლატვიაში ცაში უცნობი ობიექტის გამო განგაში გამოცხადდა

ლიეტუვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარე პანევეჟისისა და შიაულიაის ოლქებში, კვირას, 18 ოქტომბერს, დილით საჰაერო განგაშის...

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე დღეს, შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე...

პოლიციასთან შეტაკებები, ხანძრები და ასობით დაკავებული-მასშტაბური საპროტესტო აქციების დღე საფრანგეთში

შაბათს საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ცხოვრების გაძვირებისა და საწვავის მაღალი ფასების წინააღმდეგ. პარიზსა და მარსელში დემონსტრაციები პოლიციასთან...

კიევის ასობით მცხოვრები მერ კლიჩკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

კიევში, ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომას მოითხოვენ. მედიის შეფასებით,...

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ სოციალურ...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. უმრავლესობის სხდომამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა....

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...