განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში საქმის ხანდაზმულობის ვადა 30 წლამდე იზრდება

 

{{ARTICLEIMAGE}}

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში საქმის ხანდაზმულობის ვადა 25-დან 30 წლამდე იზრდება. ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში შედის, რომელიც დღეს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა. ცვლილების მიზეზი კი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე გახდა, რომელსაც 31 დეკემბერს ხანდაზმულობის ვადა გასდის ისე, რომ  კვლავ ბურუსითაა მოცული და 25 წლის შემდეგაც უცნობია, რა გარემოებაში დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. გამსახურდიების ადვოკატი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ითხოვს, ცვლილებები დაჩქარებული წესით, 29 დეკემბრამდე მიიღონ.

საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას დადებითად აფასებს გამსახურდიების ოჯახი, თუმცა მათთვის მთავარი მიზანი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გარემოებების დადგენაა. სწორედ ამ მოთხოვნით დაიწყეს კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროკურატურასთან შიმშილობა 12 დღის წინ. კონსტანტინე გამსახურდია გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს,  ცოტნე გამსახურდია კი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე გამოძიება ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს არ გასცემს.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს გასდის.  ამიტომ საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება ამ კვირაში პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს.