“ჯალათი მოსამართლეების გამო დატრიალდა ეს ამბავი“ – კამათი გოგიჩაიშვილსა და მდინარაძეს შორის (ვიდეო)

{{VIDEO}}ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა. სხდომის დასაწყისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. 

“გედევან ფოფხაძე არა პროცედურული დარღვევის გამო გაიწვიეს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ და გედი ფოფხაძეს არ გვინდა მურუსიძე, ჩინჩალაძე, სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ამის გამო არის ყველაფერი დატრიალებული”,განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. მას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა. გთავაზობთ პოლიტიკოსების განცხადებებს: 

მამუკა მდინარაძე: არცერთი იურისტი არ დაობს იმის შესახებ, რომ ჩანაწერი, რომელიც მეორე ტურის ჩატარებას გულისხმობს, არ ეხება კომიტეტის პირველ მოადგილეს – ეს არის იურიდიული ნონსენსი. მეორე – ვერავინ უარყოფს და არ არსებობს გუნდის წევრი, რომელიც იტყვის, რომ ეს საკითხი გუნდის წევრებთან იყო შეთანხმებული. ამიტომ, მეასე ხარისხოვანი ხდება, რა მოტივები ამოძრავებდათ ადამიანებს. ის საკითხი არის აბსოლუტურად ცალკე საკითხი, რომლის შესახებაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მომხდარიყო ფორსირებულ რეჟიმში განხილვა. წერტილი. 

ლევან გოგიჩაიშვილი: თქვენ იცოდით, რომ იურიდიული კომიტეტი ამ საკითხს ჩააგდებდა და შესაბამისად, იურიდიულმა კომიტეტმა პარლამენტი არ დააყენა უხერხულობის წინაშე. რაც არ უნდა გადაადგილებები გააკეთოთ – გინდათ აქეთ გადმოქაჩოთ, გინდათ – იქეთ, ღრმად ვარ დარწმუნებული, სააკაშვილის, ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან. ეს არის წყალგამყოფი. 

მამუკა მდინარაძე: რა შუაშია ამ საკითხთან, ეს არის სუბიექტური მიდგომა

ლევან გოგიჩაიშვილი: დარწმუნებული ვარ ამაში – ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ მონური მორჩილებით და რომლებმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება დაღუპეს, ამ ადამიანებს პარლამენტი ვერ აირჩევს. ეს პარლამენტი არის 2012 წლის ოქტომბრის მემკვიდრეობა და ამ პარლამენტში ეს სია არ უნდა გავიდეს. 

მამუკა მდინარაძე:
ახლა ჩვენ ვნახეთ, უნდა მიეკეროს თუ არა ერთი თემა მეორეს. არგუმენტებით ეს თემა არ ეკერება, თუ ემოციები გნებავთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც იმის გამო, რომ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს შევეწინააღმდეგე, პატიმრობა შემიფარდეს მუხლზე, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებდა პატიმრობას – ამიტომ, მე ადვილად ვერავინ ვერაფერს დამაბრალებს. გთხოვთ, არ შევიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში და რაღაც თემა მეორეს ძალით არ მივაკეროთ გუნდის წევრებმა. ვიმსჯელოთ შიგნით რამდენიც გინდათ და მერე გავაკეთოთ განცხადებები. მესმის მოტივაციაც, თქვენ იყავით იმ გადაწყვეტილების მონაწილეც, რომელიც პროცედურის დარღვევით იყო მიღებული. 


ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელა

ბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
“ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში სხდომას მართავს
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი

“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა

პოპულარული

ბერა ივანიშვილი ღირსების დაცვას იწყებს – ვის უჩივის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი?

ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი სამართლიანობისთვის ბრძოლას იწყებს. ამბობს,...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა -...

“მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ” – პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

"მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ" - შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის...

El Mundo: რუსეთის ხელისუფლება აშშ-ში კასპაროვის მკვლელობას ამზადებდა

El Mundo-ს ინფორმაციით, გარი კასპაროვისა და ილია პონომარიოვის მოკვლას...

ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უწყებაში უკვე იმყოფებოდა

ირანის ელჩი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო...

KAS: ოფისის ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი მუშაობის შეზღუდვის შედეგია

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს, მიზეზად კი საქართველოს...

ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ...

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი,...

ყველა ამბავი

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს. მათი საერთო ღირებულება ე.წ....

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი...

1.2 მილიონი ლარი თბილისის სანაცვლოდ: კომპანია იბეროილის და ყოფილი მინისტრის საიდუმლო გარიგება

„ამხილე კორუფცია. გააზიარე ფაქტები“ -ს კაპანიის ფარგლებში საერტაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძისა და კომპანია „იბეროილის“...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს და საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის" -  ამის შესახებ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა   ტვ პირველის...

მე-6 ციხეში ვითარება დაძაბულია. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – საბა სხვიტარიძე

"მე-6 ციხეში ვითარება დაძაბულია. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" -...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა - შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი.  ინფორმაცია...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ციმბირში მდებარე რუსულ სამეცნიერო ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულების მსჯავრდებულთა დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის დროს, ჭურვი მოლდოვის საზღვართან მდებარე...