{{ARTICLEIMAGE}}დასავლური მედიის ინფორმაციით ცნობილი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მომღერალი ზეინ მალიკი ისევ დაშორდნენ.
პირველად ისინი ერთმანეთს გასული წლის მარტში , 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ , რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დროისთვის წყვილმა სოციალურ ქსელ თვითერში ერთამენთზე საკმაოდ თბილი წერილები გამოაქვეყნა. სანდო წყაროს ინფორმაციით ისინი ფიქრობდნენ, რომ იმ პერიოდისთვის მათთვის “პაუზის აღება“ კარგი იქნებოდა. თუმცა ამჟამინდელი დაშორება ნამდვილად აღარაა „ პაუზა“ . სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ ზეინი და ჯიჯი მეორე ცდაზე ნამდვილად ცდილობდნენ ურთიერთობის აწყობას, თუმცა ზეინს თავისი პრობლემები და გამოუსწორებელი თვისებები აქვს, რომელთა დაძლევაში ჯიჯიმ მისი დახმარება ვერ შეძლო.
წყაროს მტკიცებით ჯიჯი მთლიანად შეყვარებულზე იყო ფოკუსირებული,მალიკთან ურთიერთობის პერიოდში თავის მეგობრებთანაც კი გაწყვიტა კონტაქტი და მთელ დროს და ენერგიას შეყვარებულს უთმობდა. თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი გამოვიდა.
როგორც აღვნიშნეთ, წყვილმა წინა წელს მარტში ოფიციალურად დაასრულა ორწლიანი ურთიერთობა , შემდეგ კი თვითერზე ცალცალკე გამოაქვეყნეს სტატუსები ამ ურთიერთობის შესახებ.
ზეინი წერდა:„ მე და ჯიჯის საოცარი, აზრიანი, ხალისიანი და სიყვარულით საავსე ურთიერთობა გვქონდა. ჯიჯის მიმართ მე მაქვს უდიდესი პატივისცემა და სიყვარული როგორც ქალის და მეგობრის მიმართ. მას შესანიშნავი სული აქვს. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი ფანის რომელიც მხარს უჭერს და პატივს სცემს ჩვენს მძიმე გადაწყვეტილებას და ამავე დროს ჩვენს პირად სივრცეს. ჩვენ გვინდოდა ეს ინფორმაცია მათ პირველ რიგში ჩვენგან გაეგოთ. დიდი მადლობა xZ “
ამის შემდეგ თვითერზე ჯიჯის შეტყობინებაც გამოჩნდა : „დაშორების შესახებ განცხადებები ხშირად მშრალი და უემოციოა, რადგან შეუძლებელია სიტყვებში ჩაატიო ის, რასაც ორი ადამიანი წლების მანძილზე ერთად ყოფნისას განიცდის ურთიერთობებში და ზოგადად ცხოვრებაში. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ სიყვარულის, ერთად გატარებული დროის და ცხოვრებისეული გაკვეთილების გამო, რაც ზეინმა მომცა. მისთვის მხოლოდ კარგი მინდა და ყოველთვის მხარს დავუჭერ მას როგორც მეგობარი, რადგან მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამაჩნია. მე ვიქნები მის გვერდით რაც არ უნდა მოხდეს. xG“ წერდა ჯიჯი .