კახეთში ავარიას 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანის სოფელ ჩალაუბანთან მოხდა, მსუბუქი ავტომაქანა ტრაქტორს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა,თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს და ტრანპსორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.