მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა.

{{ARTICLEIMAGE}}

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსზე ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში შედგა.ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერამდე მსოფლიო პატრიარქმა წირვა აღავლინა, რომელსაც, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის სპიკერი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ეპიფანე ესწრებოდნენ. მღვდელთმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თავის რეზიდენციაში უკრაინის პრეზიდენტი და მიტროპოლიტი ეპიფანე მიიღო. შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ, უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს.