რიო დეჟანეირო ტრადიციულ კარნავალს მასპინძლობს

ფერადი კოსტიუმები და სამბას რითმები – რიო დეჟანეირო ტრადიციულ კარნავალს მასპინძლობს. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრაზილიის ქალაქის ცენრალური ქუჩები კოსტიუმირებულ და საცეკვაო შოუებს დაეთმობა. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალზე დაახლოებით 7 მილიონ სტუმარს ელოდებიან, აქედან მილიონნახევარი ტურისტი იქნება. რიოს კარნავალმა დასაბამი 1723 წლიდან აიღო, თუმცა პირველი ოფიციალური კარნავალი რიო დე ჟანეიროს ქუჩებში 1935 წელს გაიმართა. ის ოფიციალურად სამბას სკოლების აღლუმად ითვლება. სწორედ სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება, ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ წარმოდგენად რიოს კარნავალზე. ცეცხლოვანი, თავბრუდამხვევი, ფერადი, რიტმული და შიშველი კარნავალი, რიოს სამბადრომს მსოფლიოში ყველაზე სასურველ და სანახაობრივ ადგილად აქცევს.