როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში შესაძლებელია, მცირე ნალექი.

„17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი. ეს უფრო ეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს. დედაქალაქშიც შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.