კომუნისტი დიქტატორის სტალინის გარდაცვალებიდან 65 წლის შემდეგ, მისი ფიგურის ირგვლივ რუსულ საზოგადოებაში კვლავ აზრთასხვადასხვაობაა – მას ჰყავს კრიტიკოსები და გულშემატკივრები – ამ შინაარსის სიუჟეტი ტელეკომპანია “ევრონიუსმა” მოამზადა. სიუჟეტი რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში სტალინის კალენდარის გამოჩენას მოჰყვა. 2019 წლის კალენდარზე, რომელიც ეკატერინბურგში დაამზადეს, სწორედ საბჭოთა ლიდერის ფოტო და ციტატებია აღბეჭდილი. კალენდრის 2,500 ასლი იმდენად სწრაფად გაიყიდა, რომ ახალ წლამდე ერთი თვით ადრე მეორე გამოცემის ამობეჭდვა გახდა საჭირო, ასევე არ გამორიცხავენ, რომ სტაბმას მესამე ეტაპზე გადასვლაც დასჭირდეს, ამ შემთხვევაში გამოშვებული კალენდრის რაოდენობა, 6 ან 7 ათასს მიაღწევს.