სახის დაკარგვის მაგალითი ვნახეთ- მდინარაძე ხოშტარია-ბოკუჩავას პერფორმანსზე

,,ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბოკუჩავას და ხოშტარიას პერფორმანსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რცხვენია მათი ქმედების გამო.

მისი თქმით, ამ კადრებით სახის დაკარგვის მაგალითები ნახა.

,,ხო გქონიათ მომენტი, რომ გრცხვენია სხვისი მოქმედების. სხვები იყვნენ ის ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგა. ეს მომენტი მქონდა მე ახლა. სახის დაკარგვის მაგალითები ვნახეთ, ეს განსაკუთრებული იყო. ამის იქით კომენტარიც არ უნდა ამას, უკომენტაროდ შეიძლება დაეწეროს ამ კადრებს ჩვეულებრივად”,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბით შევიდნენ. მათ თან ჰქონდათ “პოლიტიკური პატიმრების” ფოტოები და პლაკატი წარწერით “მონა”.