“შემდეგ სერიაში მიშა ჩამოდის და გუბაზთან ერთად ზურგზე თაფლწასმული შუშის სასახლესთან დაჯდება”- ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. “მატროსოვის” ციხიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“შემდეგ სერიაში მიშა ჩამოდის და გუბაზთან ერთად ზურგზე თაფლწასმული შუშის სასახლესთან დაჯდება :))) ბოლო სერიაში ადვოკატი თადუმაძე იცავს ბრალდებულ ივანიშვილს მოსამართლე მურუსიძის წინაშე. “- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წის 19 ნოემბერს ბრალი წაუყენა ბუტა რობაქიძის საქმეზე.

ოქრუაშვილი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო დააკავეს და ბრალად წაუყენეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.