ყველაზე რომანტიული ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

{{ARTICLEIMAGE}}



12 ადგილი : ქალწული

საპატიო მეთორმეტე ადგილი ქალწულებს ხვდათ წილად, რომლებსაც რომანტიკაზე გული ერევათ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. პირდაპირი მნიშვნელობით, ქალწულმა უბრალოდ არ იცის როგორ მოიქცეს და რა რეაქცია ჰქონდეს რომანტიულ სიტუაციებში. ამიტომაც იბნევა და ნერვიულობისგან შეიძლება გულისრევაც დაეწყოს. ასე რომ, ქალწულებთან ურთიერთობისას ჯობს რომანტიკას შეეშვათ. უკეთეს შემთხვევაში ის რომატიკას მაქსმიალური სისწრაფით გაეცლება. ცუდ შემთხვევაში კი რომანტიკოსს მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებს და არც საჯაროდ შეურაცხყოფას მოერიდება.


11 ადგილი : მორიელი

მორიელს არასოდეს უწოდოთ რომანტიული ქალი თორემ ძალიან აწყენინებთ. რომანტიკას ის დაბალ დონედ და ბავშვურ გართობად თვლის. ის ხომ ვნებიანობის და ავხორცობის ქურუმად თვლის თავს. თუ მაინც გამოჩნდა ისეთი თავზეხელაღებული, ვინც მათ რომანტიულ სიურპრიზებს მოუწყობს და დიდ, კამკამა და მარადიულ სიყვარულს შესთავაზებს, ყვავილების, ხელის გულზე ტარების დაპირების და სასიყვარულო ლექსების თანხლებით, მორიელმაც შეიძლება უპასუხოს ლექსით – ოღონდ ეს ლექსი იმ რომანტიკოსის თვითშეფასების საფლავზე ეპიტაფია იქნება.


10 ადგილი : ვერძი

ვერძები რომანტიკისთვის მეტისმეტად ტემპერამენტიანები არიან. ვერ გეტყვით, რომ ვერძს რომანტიული დამოკიდებულებით აწყენინებთ, ოღონდ მთავარია ის დიდხანს არ გაგრძელდეს. ყვავილები, მთავრიან ღამით სეირნობა, ფუშფუშა ბაფთებით გაფორმებული სათამაშოები – მხოლოდ ცოტა ხნით შეიძლება აიტანოს. ამის შემდეგ უკვე რქენას იწყებს და ნერვიულად ცმუკავს. და თუ დროზე არ შეჩერდებით, შეიძლება უხეშობასაც გამოკრათ ხელი.


9 ადგილი: ტყუპები

მთლიანობაში ტყუპებისთვის რომანტიკა სრულიად უცხოა, მაგრამ ხანდახან სანთლების შუქი და ვარდების სურნელი მათში მაინც აღვიძებს რომანტიულ გრძნობებს. თუმცა მხოლოდ დროებით. ასეთი გამონათება ტყუპებს შეიძლება რამდენიმე წელიწადში ერთხელ დაემართოთ.


8 ადგილი: მშვილდოსანი

გავრცელებულია აზრი, რომ მშვილდოსნებისთვის რომანტიკა უცხო არ არის. უბრალოდ, მათეული რომანტიკა განსხვავებულია. მათ გრძელი გზა და თავგადასავლები უნდა შესთავაზოთ, რომ რომანტიკაში გამოგყვეთ. თუმცა მხოლოდ პირადი გამორჩენისთვის. ურთიერთობებში მშვილდოსნები ხანდახან რომანტიულობას თამაშობენ, თუმცა სინამდვილეში მათი ცხოვრებისეული კრედოა – “იყავი დომინანტი და დაამცირე!“ ემოციური შეყვარებულის როლი შეიძლება ხანდახან მოირგონ კიდევაც, მაგრამ არ უხდებათ. ვარდების პირველი თაიგული შეიძლება მოგიწონოთ. მეორეს მიტანას აღარ გირჩევთ.


7 ადგილი: კურო

კურო საკითხს მარტივად უყურებს: რა საჭიროა რაღაც რომანტიკის გამოგონება, როცა პროგრესულმა კაცობრიობამ დიდი ხანია გამოიგონა 14 თებერვალი, 8 მარტი, დაბადების დღეები, ახალი წელი, გაცნობის თარიღი, ქორწინების წლისთავი და პრედმენსტრუალური დღეები? ჰოდა შეგიძლია ეს დღეები გამოიყენო რომანტიკისთვის. მიართვით ამ დღეებში ძვირფასი საჩუქრები და თვეში ერთხელ პატარა საჩუქრებიც გაუკეთეთ. კურო ამით სრულიად კმაყოფილი იქნება. სერენადების სიმღერა არ არის სჭირო.


6 ადგილი: თხის რქა

თხის რქა – ერთადერთი ნიშანია, რომელსაც რომანტიკის და პრაქტიკულობის შერწყმა შეუძლია. მათ გეგმასავით აქვთ გაწერილი როდის უნდა გაუკეთონ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი და როდის აჩუქონ საჩუქარი, როდის გაუგზავნონ მესიჯი, როდის გაუმხილონ სიყვარული, როდის დაპატიჟონ რესტორანი და სინამდვილეში ექსტრემალური გართობა შესთავაზონ, მაგალითად პარაშუტით ხტომა. ერთადერთი, რაც თხის რქას არ ესმის, რატომ არ შეუძლიათ იგივე დანარჩენებს? განა ასეთი რთულია, რომ მოულოდნელი რომანტიული გამოხტომებით თხის რქა არ შეაწუხოთ და თქვენც გრაფიკს მიჰყვეთ?


5 ადგილი: მერწყული

ლიდერების ხუთეულს მერწყული ხსნის. მერწყული საოცრად რომანტიულია, თუმცა ამას ბევრი ვერ ხვდება. უბრალოდ იმიტომ, რომ მისეული რომანტიკა ცოტა უხეში და ვულგარულია. თუმცა მერწულებს ეს არ ადარდებთ. ვისაც მათი არ ესმის, თავის თავს დააბრალს.


4 ადგილი: კირჩხიბი

სამეულში ვერ მოხვდა, მაგრამ კირჩხიბი ხშირად განიცდის რომანტიკის შეტევებს, თუცა ამას მათ გარდა სხვა პრაქტიკულად ვერავინ ხვდება, რადგან საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილი. მათ ძირითადად პრაქტიკულ, არარომანტიულ ადამიანებად თვლიან. თუმცა ასტროლოგები გვიმტკიცებენ, რომ იმ ნაჭუჭს შიგნით დიდი რომანტიული ქარბორბალა ტრიალებს.


3 ადგილი: ლომი

ბრინჯაოს მედალოსანია ლომი, რომელსაც გულით სჯერა, რომ ურთიერთობები ლამაზი, ანუ რომანტიული უნდა იყოს და მზად არიან ამისათვის ყველაფერი გააკეთონ. სანაცვლოდაც იგივეს ელიან. გაითვალისწინეთ, რომ “ლამაზი“ ლომის გაგებით ეს უბრალოდ ლამაზი კი არა მდიდრულად ლამაზია. მინდორში მწყვეტილი ყვავილით გულს ვერ აუჩუყებთ, ვერც სასიყვარულო წერილით, თუ მას ბრილიანტის ერთი კარატი მაინც არ ახლავს თან.


2 ადგილი: სასწორი

ვერცხლის მედალი სასწორებს ერგოთ, რომლებიც რომანტიულობის ეტალონები არიან. სასწორებს არა მხოლოდ რომანიკის შენარჩუნება შეუძლიათ ურთიერთობებში , არამედ ქორწინების 50 წლის თავზე კიდევ უფრო მეტ რომანტიკას სძენენ ურთიერთობებს, ვიდრე თავიდან. და ამას მარტივად და ლამაზად აკეთებენ. თუმცა, თუ მათ რომანტიულ გატაცებებს არ აყვებით, სასწორები მშვიდად ჩაიქნევენ ხელს და პრაგმატულად გადაწყვეტეინ, რომ ჯობს სხვა პარტნიორი მოძებნონ, რომელიც მათი შესაფერისი იქნება. თუ ეს გადაწყვიტეს, ნუღარ გექნებათ იმედი რომ გადაიფიქრებენ.


1 ადგილი : თევზები

და ბოლოს, ოქროს მედალოსანი თევზები – მსოფლიოში ყველაზე რომანტიული ქალები. თევზი რომანტიკის გარეშე წყლიდან ამოვარდნილად გრძნობს თავს, და როგორც ხვდებით, დიდხანს ცხოვრება არ შეუძლია. ამავე დროს, თვითონ არანაირი რომანტიული საქციელის ჩადენა არ შეუძლია. თვლის რომ ეს მისი საქმე არ არის. დაე სხვებმა ატარონ ხელის გულზე, მუდმივად ეფიცონ სიყვარული, ვარდის ფურცლები მიაყარონ. თვითონ კი ამ ყველაფერს სიამოვნებით მიიღებს. თვითონ მეტისმეტად რომანტიულია საიმისოდ, რომ დაჯდეს და რამე კონკრეტული მოიფიქროს.