აშშ–ს 40-მდე ქალაქში საგანგებო ვითარებაა, ამერიკელები პოლიციის ძალადობას და რასიზმს აპროტესტებენ

spot_imgspot_img
  • მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 5 000-მდე ჯარისკაცი და მზადყოფნაშია 2 000
  • ამერიკის 40-მდე ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა
  • საპროტესტო აქციებმა უქმეებზე 30-ზე მეტი დიდი ქალაქი მოიცვა
  • დემონსტრაციები ბევრგან დაპირისპირებით და ვანდალიზმით დასრულდა
  • აქციის 350 მონაწილე დააკავეს ნიუ-იორკში, ქვეყანაში – 1 400-ზე მეტი
  • დაშავებულია ათეულობით პოლიციელი

უქმეებზე ამერიკის ბევრ ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა. შეერთებული შტატების მოქალაქეებს ბევრგან საღამოს და ღამის საათებში შინიდან გასვლა ეკრძალებათ. დღეისთვის საგანგებო ვითარება 20 შტატის 40-მდე ქალაქშია გამოცხადებული, სადაც რასიზმის და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციებმა, თავადაც ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებს პოლიციელებიც შეუერთდნენ. “თქვენს გვერდში ყოფნა გვინდა… ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვისურვებდი, ეს იყოს აღლუმი და არა საპროტესტო აქცია” – განაცხადა შერიფმა კრის სვანსონმა მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტში, ვიდრე დემონსტრანტებს შეუერთდებოდა. მის ნაბიჯს აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

იგივე მოხდა ნიუ-ჯერსის ქალაქ კემდონში, სადაც აქციას პოლიციის ოფიცერთა ჯგუფი შეუერთდა და მათ ბანერის – “დასრულდეს პოლიციის სისასტიკე” – ტარებაში ეხმარებოდა. “სანტა-კრუზის პოლიციის დეპარტამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მშვიდობიან პროტესტს” – დაწერა “ტვიტერზე” კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზის პოლიციის განყოფილებამ და აქციის წინაშე მუხლმოყრილი პოლიციელების ფოტო გამოაქვეყნა. მსგავსი ფაქტები ამერიკის არაერთ ქალაქში მოხდა.

თუმცა, იქ სადაც პოლიციას აქციების კონტროლი უჭირს, გუბერნატორებმა დასახმარებლად ეროვნული გვარდია იხმეს. გვარდიის რეზერვისტები მობილიზებულია 15 შტატში, მათ შორის მინესოტის ქალაქებში – მინეაპოლისში და სენტ-პოლში – საიდანაც კვირის დასაწყისში საპროტესტო გამოსვლები მთელ ამერიკას მოედო. სულ 5 000 რეზერვისტია გამოძახებული და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით 2 000 მზადყოფნაშია.

ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

ამერიკის რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა მაგალითად ვილმინგტონი (დელავერი) და გრინვილი (სამხრეთ კაროლინა), დემონსტრაციებმა მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მონაწილეებს და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ხშირი იყო ვანდალიზმის და ძარცვის ფაქტებიც.

ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, შაბათს ღამით, მათ 350 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებს წვავდნენ, მიმდებარე შენობებს აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. ქალაქში ათეულობით პოლიციელი დაშავდა.

საპროტესტო აქციები ნიუ-იორკში კვირასაც გაგრძელდა, თუმცა ქალაქის მერი ბილ დე ბლასიო აცხადებს, რომ არ აპირებს თითქმის 9-მილიონიან ქალაქში საგანგებო ვითარების გამოცხადებას. მისი თქმით, დემონსტრაციების უმეტესი ნაწილი მშვიდობიანი იყო და ძალადობა მხოლოდ რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა.

ნიუ-იორკისგან განსხვავებით, კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში საგანგებო ვითარების გამოცხადება არჩია. ე.წ. ანგელოსების ქალაქში აქციის მონაწილეებმა შენობებს ცეცხლი მოუკიდეს. საგანგებო მდგომარეობაა ასევე სიეტლში, ატლანტაში, ფილადელფიაში, ცინცინატიში, პორტლანდში, დენვერში და ამერიკის ბევრ სხვა ქალაქში.

უქმეებზე არეულობა იყო ქალაქ ინდიანაპოლისშიც, სადაც აქციები პარასკევიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა. შაბათს ღამით მომხდარ სროლებში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. პოლიციის შეფმა რენდალ ტეილორმა სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ინდიანაპოლისის დატოვება სთხოვა, რადგან მისი თქმით, “ქალაქის ცენტრი ახლა უსაფრთხო არ არის”.

დღეს განსაკუთრებით რთული ვითარებაა ფლოიდის დაღუპვის ადგილზე, მინეაპოლისში და მიმდებარე ქალაქ სენტ-პოლში, რომელიც მინესოტის შტატის დედაქალაქია. ამ ორ ქალაქში ვანდალიზმი და ძარცვა უკვე მე-5 დღეა გრძელდება.

სენტ-პოლის მერის მელვინ კარტერის თქმით, აღშფოთება და ბრაზი, რომელიც მისმა თანამოქალაქეებმა გამოხატეს, სავსებით ლეგიტიმურია. თუმცა, სამწუხაროდ ბოლო კვირაში ეს ისეთი ფორმით მოხდა, რაც “დესტრუქციული და მიუღებელია”.

სენტ-პოლის მერის ინფორმაციით, მინესოტის დედაქალაქში 170-ზე მეტი მაღაზია გაქურდეს, ან დაწვეს. მაღაზიების ქსელების კორპორაცია “ტარგეტმა”, ქვეყნის მასშტაბით 100-მდე პუნქტი დროებით დახურა, აქედან 30 – მინესოტის შტატში.

მინესოტაში ეროვნული გვარდიის სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ასეთი რამ იქ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.

წყარო: ამერიკის ხმა

 

 

spot_imgspot_img

პოპულარული

Politico: ევროპას უჭირს უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება

უკრაინას ასობით რაკეტა სჭირდება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რათა...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის...

კობახიძე: „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები

ერეკლე მეორის მიერ ხელმოწერილმა „გეორგიევსკის ტრაქტატმა“ ქვეყანა გადაარჩინა. სანამ...

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და...

“მნიშვნელოვანი უკუსვლა“– ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობაზე

ევროკავშირმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა....
spot_img

ყველა ამბავი

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოპციალურ ქსელში...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom of the Press Foundation-მა (FPF) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს მთავრობებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით, — მიიჩნევს...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა, XXI საუკუნის პირველი სრული დაბნელება იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის. ამ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ,...