ვინაიდან, ხალხის მოთხოვნაა, დავაყენებ საკითხს – ტიკარაძე საპენსიო დანაზოგზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რადგან საპენსიო ფონდის გახსნა მოსახლეობის მოთხოვნაა, კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს და ამაზე იმსჯელებენ.

“ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი განსახილველად მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან, მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ”,- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის წარმომადგენლებმა 28 ნოემბრიდან ასამოქმედებელი მთელი რიგი შეზღუდვების შესახებ ისაუბრეს. შეზღუდვა შეეხო ბევრ სექტორს, ამიტომ ბრიფინგზე დაისვა კითხვა, ხომ არ სჯობდა საპენსიო სქემის გახსნა, რათა ხალხს საკუთარი ფულის გატანა და კრიზისის დროს შესაბამისად მოხმარება შესძლებოდათ, მინისტრის პასუხი სწორედ ამ კითხვას ეხებოდა.

დღეს მთავრობამ შეზღუდვები დააწესა. 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება.

აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე და სხვა.

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად. 

პოპულარული

მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა...

სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა

"ქართილი ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი...

ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის...

Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ავარია მაიამიში: 5 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდის შტატში, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, Amazon-ის კუთვნილი Boeing 767-ის...

პუტინმა კიევზე თავდასხმა ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა – სიბიგა

პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა, -...

შსს-ს თქმით, დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება

აქციების დროს დაკავებულ და "ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ...

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს...

ყველა ამბავი

რუსეთის 26 მსხვილ აეროპორტში თვითმფრინავების საწვავით შევსება შეზღუდეს

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე აეროპორტებმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე შეზღუდვების მასობრივად დაწესება დაიწყეს. 7 სექტემბრის მდგომარეობით, ასეთი ზომები სულ მცირე...

რეჟიმს მორალი არ აქვს–მზია ამაღლობელის პასუხი ციხიდან შალვა პაპუაშვილს

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კვლავაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელა....

ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და აშშ-მ, რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ოპერაცია აღკვეთს

Reuters-მა  ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ აღკვეთეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის სპეცსამსახურებმა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში რუსეთის...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილები პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს.მშობლები...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა 2025 წლის დეკემბერში,...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი დაცვის თანამშრომლის დაკავების შესახებ.უწყების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე...

შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე! – საია შსს-ს მიმართავს

"შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე!" - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო, აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქმის წარმოების...

ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული – პროკურორი

ნია იმნაძე, მის შეყვარებულს დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება  - ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის...

იოსელიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის...