ხვალ, 9 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, V, VII, VIII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.