ქართული მარში ნიკა მელიას შტაბთან ცოცხებით მივიდა და სააკაშვილის ფიტული დაწვა

spot_imgspot_img

საღამოს ცხრა საათისთვის  გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან “ქართული მარში” მივიდა და ცეცხლოვანი აქცია გამართა. ქსენოფობიურმა და პრორუსულმა ორგანიზაციამ აქციაზე ცოცხები მიიტანა, მიხეილ სააკაშვილის ფიტული და ნიკა მელიას პლაკატი დაწვა.

“მარშელებსა” და ნიკა მელიას შტაბს შორის პოლიციის კორდონი ჩადგა.

დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აქციაზე ნიკა მელიასთან პირისპირ დებატებს ითხოვდა. მათ დებატის ატრიბუტად აქციაზე ფიცრებით შეკრული ტრიბუნაც მიიტანეს.

“სამწუხაროა ჩემთვის, რომ ნიკა მელია სოროსის სოროსშია შემძვრალი. გლდანიდან, აი ამ საშინელი მოძალადე ძალისგან გათავისუფლდება საქართველო, რომელიც მთელი ორი წელია თავს ლაფს ასხამს საქართველოს”, – ყვიროდა ქართული მარშის წევრი ირაკლი შიხიაშვილი აქციაზე.

კითხვაზე, თუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია მათთან არ მივა, შიხიაშვილი პასუხობს: “ნახავთ რასაც ვიზამთ”.

აქციის განმავლობაში მარშელები სკანდირებდნენ: “საქართველო ელ-გე-ბე-ტე ნაცების გარეშე!”.

მარშელებმა მსგავსი აქცია “ლელოს” ოფისთანაც მოაწყვეს, მანამდე გარეჯში ჩავიდნენ და დავითგარეჯს “ოკუპირებული ტერიტორია” უწოდეს.  “მთავარი არხის” ჟურნალისტს კი შეურაცხყოფა სანდრო ბრეგაძემ მიაყენა.

 

spot_imgspot_img

პოპულარული

დამწყები მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება.მათთვის სანქციები უფრო მკაცრი იქნება

2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 5...

რუსეთში Human Rights Foundation „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული ფონდის — Human Rights Foundation-ის...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე...

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. სად და რა პირობებით არის შესაძლებელი მათი შეძენა

შპს “საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასკოლო ფორმები უკვე...

კრიზისი სოხუმში და პასუხი თბილისიდან: როგორ შევიდა ქართული საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპიტებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ხელისუფლების...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom...
spot_img

ყველა ამბავი

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...

რატომაა იდუმალებით მოცული აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალები – კითხვები, რომლებზეც პასუხი „ოცნებას“ ჯერ არ გაუცია

ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.ხელისუფლების ოპონენტები...

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს – გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას

„ქოცხროვა“ ამზადებს დიდ ღალატს - „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მოხმობით ამზადებენ ქართული სახელმწიფოს გაუქმებას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოპციალურ ქსელში...

ტრამპს Truth Social-ზე პოსტების მონეტიზაციის გამო უჩივლეს

ამერიკულმა საინფორმაციო გამოცემა The Intercept-მა და არაკომერციულმა ორგანიზაცია Freedom of the Press Foundation-მა (FPF) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში...

გერმანელი გენერალი: რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აფართოებს

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აფართოებს და ევროპაში სულ უფრო მეტ ოპერაციას ატარებს მთავრობებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით, — მიიჩნევს...

როგორ იქცა დღე ღამედ: მზის დაბნელება ევროპაში

მზის სრული დაბნელება, რომელიც 2026 წლის 12 აგვისტოს მოხდა, XXI საუკუნის პირველი სრული დაბნელება იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის. ამ...

გომის მთაზე მიკროავტობუსი ტურისტებით ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ — ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში განუცხადეს მას შემდეგ,...