მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ TI-ს საარჩევნო მიზნის ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას – კობახიძე

“მიზანშეწონილად მივიჩნევ, რომ TI-ს საარჩევნო მიზნის ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას” – პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ამ განცხადეას, საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე ვრცელდება.
”როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ორგანიზაციისთვის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე.
ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუცხადა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2020 წელს უშუალოდ მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში. მანვე მოაწერა ხელი ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიზანმიმართულად შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალურ ოპოზიციას, რათა დემოკრატიული არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა. ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციის მეორე მცდელობაშიც, როდესაც 2022 წელს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პოლიტიკურ სცენაზე ავიდა და მთავრობის გადადგომა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა.
დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნით, ღიად არის ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში და აგრესიულად ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს მიტაცებითა და ავტორიტარიზმის დამყარებით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრეს თავი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ ჭირდება.
აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება”.

პოპულარული

რას წერს თურქული მედია ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე

ბათუმში გამართულ საფეხბურთო მატჩზე განვითარებულ მოვლენებს თურქული მედია აქტიურად...

#BlackFriday-ის განსაკუთრებულ შეთავაზება!

#BlackFriday-ის განსაკუთრებულ შეთავაზება! 27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, #საკვირველიდღეები გაძლევს...

სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი დააზიანა – სააგენტო

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია...

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ...

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის საფუძველს ამზადებს – სუს

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს...

ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას.. თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები – შს მინისტრი

გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის:...

ყველა ამბავი

UEFA-მ ბათუმის მატჩზე დისციპლინური გამოძიება დაიწყო და თურქული მხარის ვერსია უარყო

UEFA-მ (ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ) 26 ნოემბერს ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ევროპა ლიგის მატჩზე მომხდარი ინციდენტების...

ჰაკან ფიდანი: ბათუმში მომხდარი ინციდენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს არ შეეფერება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებს „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს...

გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს – კობახიძე

უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ...

Amnesty International: საქართველოში თითქმის სრული დაუსჯელობაა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში საპროტესტო აქციების ორი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის...

მადლობა, ვინც ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა – ჰაპოელი

"მადლობა, ვინც ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა" -  ასე გამოეხმაურა, ისრაელური კლუბი ჰაპოელ ბეერ-შევა ბათუმში, მათსა და თურქულ ბეშიქთაშს შორის...

ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას.. თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები – შს მინისტრი

გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის: ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის...

აფხაზმა ოპოზიციონერმა, შვილი, სამკურნალოდ არა რუსეთის, არამედ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, კან კვარჩიას შვილი, ეფრემ კვარჩია სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.ადგილობრივი ტელეგრამ-არხების...

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა

უფლებადამცველი ანა თავხელიძე წერს, რომ 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და...

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს – ზელენსკი

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალებს ამ საპასუხო ქმედებების სიზუსტისთვის, - ამის შესახებ...

ვთქვათ დაგვასანქცირეს – რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით”? – კალაძე

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“...

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა – კალაძე ბათუმზე

ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ამბობს "ქართული ოცნების " მერი კახა...

UEFA ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია - UEFA 26 ნოემბერს ბათუმში, „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართულ მატჩზე მომხდარ ინციდენტს...