ბურჭულაძე, პუტინი და “ღვინოვ კახურო”: მსოფლიო ბანის პასუხი კრიტიკოსებს

spot_imgspot_img

{{ARTICLEIMAGE}}

“იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან”, – ამ სიტყვებით განმარტავს მსოფლიო ბანი სანკტ-პეტერბურგში, კონცერტში მონაწილეობის მიზეზს.

“მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც შემეძლო, ვემსახურე ჩემს ქვეყანას და იმ თითოეულ ქართველს, ვისაც ჩემი თანადგომა სჭირდებოდა. ბევრი სითბო და სიყვარულიც მიმიღია, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები და ვისაც არ მოვწონვარ ან არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი, ვუსურვებ, თავად შექმნან უკეთესი და საერთოდ, ჩემს წინააღმდეგ კამპანიების აგორებაში დახარჯული ფული, დრო და ძალისხმევა სჯობს, ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართოთ, რომელიც თავზე გვენგრევა”,ამბობს პაატა ბურჭულაძე.

როგორც ცნობილია, ქართველმა ბანმა და ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პაატა ბურჭულაძემ რუსეთში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, რასაც კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან. კონცერტი 15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა. ბურჭულაძემ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “”დაისიდან”” ერთ-ერთი არია “ღვინოვ კახურო” შეასრულა. პაატა ბურჭულაძის თანამოაზრეები ოპოზიციური გაერთიანებიდან ამბობენ, რომ მომხდარი მათთვის არასასიამოვნო ფაქტია. პაატა დავითაიას თქმით, შესაძლოა, თავად ბურჭულაძემ არ იცოდა, რომ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა, თუმცა ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია მომხდარი ფაქტი. თავის მხრივ, გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ კონცერტის ამსახველი კადრები არ უნახავს, თუმცა ვაშაძისთვის  “ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი”.

თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძემ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ მოსკოვში პაატა ბურჭულაძის სიმღერის გამართლება აზიანებს იმ ღირებულებებს და იდეას, რომლისთვისაც იბრძვიან.

მომღერალსა და პოლიტიკოსს ასევე აკრიტიკებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი სალომე სამადაშვილიც: ამ კაცს რა უნდა, ეგებ გაარკვიოს, დროა, პოლიტიკას შეეშვას, ვისაც უნდა იმას უმღეროს და “პაკლონზეც” იმასთან იაროს. გულისამრევია. წერტილი.”

ოპოზიციის გარდა პაატა ბურჭულაძე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს. გია ვოლსკი ამბობს, რომ ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, რადგან ის ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა. ვოლსკის თქმით, ეს ფაქტი განსაკუთრებით მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ბურჭულაძე მოღვაწეობს როგორც ხელოვნების სფეროში, ასევე ქართულ პოლიტიკაში:”კულტურაში, რასაკვირველია, ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს.”ვოლსკის თანაგუნდელის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, ხელოვანი თავისუფალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხელოვნებასაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება,პოლიტიკოსზე კი საუბარიც არ არის, ეს მიუღებელია.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა, 2016 წლის მაისში ბურჭულაძემ პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” დააფუძნა. პარტია არჩევნებზე კოალიციის სახელით მონაწილეობდა. 

ბურჭულაძის პარტიამ ამომრჩეველთა მხოლოდ 60 681 ხმა (3.45%) მიიღო, მას ბარიერის გადასალახად და დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მხოლოდ 1.55% დააკლდა. არჩევნების შემდეგ მან საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კვლავ გახდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, როდესაც ოპოზიციონერ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს საჯაროდ დაუჭირა მხარი და მის მხარდამჭერ შეხვედრებზეც აქტიურად გამოდიოდა სიტყვით.

ასევე აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძე პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა 2017-2018 წლებში.

spot_imgspot_img

პოპულარული

ღარიბაშვილის ოჯახის წევრის, მეუღლე გაათავისუფლეს სამსახურიდან – ადვოკატი

ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M...

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს....

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...