10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მკურნალობის გეგმის მოთხოვნებს. ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე!“- წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.















