“შემზარავია პატრიარქის დუმილი ამ უსამართლობის წინააღმდეგ! მის ადგილას შევიდოდი ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად”- ალეკო ელოსაშვილი

spot_imgspot_img

“შემზარავია პატრიარქის დუმილი! მის ადგილას შევიდოდი ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად”- ოპოზიციური პარტია „ლელო — ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განცხადება გააკეთა საკუთარ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა ედება ბრალად.

  • “ველოდები პატრიარქი რომ აიმაღლებს ხმას ამ უსამართლობის წინააღმდეგ! შემზარავია მისი დუმილი! მაგის ადგილას შევიდოდი ელენე ხოშტარიას მოვინახულებდი.[…]ელენე ხოშტარიასთან ყოველთვის ცუდი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას”- განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის  თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა ადამიანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას — ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ვინ იმყოფებოდა ადგილზე. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა მას დამაჯერებლად არ მიაჩნია.

პოლიტიკოსის განცხადებით, იგი 29 ნოემბერს დააკავეს და თავდაპირველად ქონების დაზიანების მუხლით წაუყენეს ბრალი. შემდგომში, მისი თქმით, საქმე ტერორისტული აქტის მუხლით გადაკვალიფიცირდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების შემდეგ. ელისაშვილმა გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. 

მან ასევე ისაუბრა ადრე გახსნილ საქმეზე, რომელიც, მისი ვერსიით, წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოუძიებელი იყო მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო. ელისაშვილის თქმით, ამ საქმის ხელახლა ამოქმედება და ტერორიზმის მუხლზე გადაყვანა მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან არის დაკავშირებული.

მან ასევე გააკრიტიკა საპროცესო შეზღუდვები — კერძოდ, ოჯახის წევრებთან პაემნისა და ციხიდან დარეკვის აკრძალვა, რასაც, მისი თქმით, მოწმეებზე ზემოქმედების თავიდან აცილებით ხსნიან, მაშინ როცა ამ საქმეს მოწმე არ ჰყავს. 

ელისაშვილმა საქმე პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა და ბრალდება პარლამენტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის სახელს დაუკავშირა.

მისი თქმით, საქმე “დაუჯერებელი და საოცარია”, რადგან საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებზეც ექსპერტიზა ადამიანის ვინაობას ვერ ადგენს.

„უხერხული, დაუჯერებელი და საოცარი საქმეა. მეცინება, როდესაც პროკურორს ვუსმენ და მტკიცებულებათა ერთობლიობაზე მიუთითებს, ეს ყველაფერი კი ისე ჟღერს, რომ გეგონება ამ საქმეზე ადამიანს ტყუილად არ დაიჭერდნენ.

29 ნოემბერს დამიჭირეს, 2 დღე ბრალი ქონების დაზიანების მუხლით მქონდა წარდგენილი. ეს არ ეყოთ, რომ ჩემს წინააღდეგ უფრო კარგად გამოელაშქრათ. გამოვიდა პაპუაშვილი და ეს ტერორიზმიაო და ამის შემდეგ ბრალი გადამიკვალიფიცირეს – რადგან პაპუაშვილმა თქვა, ტერორისტი გავხდი, მაგრამ თვითონვე მიხვდნენ, რომ ბინ ლადენიც ტერორისტია და მეც, ვერ ჯდებოდა. ეს ბრალი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია.

1 წელი გაუხსნელი საქმე ჰქონდათ თაროზე შემოდებული, იმიტომ იყო გაუხსნელი, რომ არანაირი მტკიცებულება არ იყო, სადაც ადამიანის ამოცნობა შეიძლება. ერთადერთი ჩანაწერია და გაუმარჯოს ღმერთმა იმ გოგოს თუ ბიჭს, რასაც აკეთებდა. ამ სასამართლოში სამართალი არ იპოვნება. დანაშაულია, მაგრამ ექსპერტიზა წერს, რომ აქ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელიაო, მაგრამ რადგან ჩემს წინააღმდეგ რაღაცების დალაგება მოუნდათ, დაალაგეს – ელისაშვილი დაჭერილი გვყავს, ტერორიზმის მუხლი წარვუდგინეთ და მეტი დამაჯერებლობისთვის, ეს საქმეც ტერორიზმის მუხლად გადააკვალიფიცირეს.

მაღაზიაში ტელევიზორი რომ ვიღაცამ მოიპაროს, ეს ქურდობა ხომ არის? მაგრამ ბინ ლადენმა რომ მოიპაროს, ეს ტერორიზმია? ლოგიკა არ არის. ეს სადღაც კაბინეტში ვიღაც ადამიანების მიერ არის გადაწყვეტილი. რომელი მტკიცებულებების ერთობლიობა? ექსპერტიზა ამბობს, რომ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელიაო.

საქმეში მოწმე არ არის, რომელმაც დანაშაული დაინახა, მოწმეები მეხანძრეები არიან, რომლებიც ყვებიან, რომ დომინოს თამაშობდა და “მითხრეს ხანძარიაო, მოვედი, დავასხი წყალი და ჩავაქრეო”. მოწმეებმა რა უნდა თქვან? პროკურატურა კი აკრძალვებს აკრძალვებზე მიწესებს, რომ არ დავრეკო ციხიდან, პაემანი რომ არ მქონდეს ოჯახის წევრებთან და რა მოტივით? – რომ “მოწმეებზე არ მოახდინოს გავლენაო?”. რომელ მოწმეზე – მეხანძრეზე, რომელმაც უნდა თქვას 10 ტონა წყალი დაასხა თუ 11 ტონა?

ეს იმიტომ ხდება, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია “ბაირამ დუდუკში” რომ მოხვდა. იმ ციხეში გამიშვეს, სადაც არ მეკუთვნის, პოლიტიკოსების ციხეში უნდა ვიყო, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ მდინარაძე ვერ ინელებს, რომ მოხვდა.

ეს ჩემს წინააღდეგ პოლიტიკური შურისძიებაა, ვიღაცას დაესიზმრა და ბრალი გაჩნდა. როგორ შეიძლება წვიმის დროს, ცეცხლს წყალს რომ ასხამენ, ძაღლმა ნიმუში აიღოს. ვერ მოუნელებია მდინარაძეს, რომ ბარაქიანი მუშტი მოხვდა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე საქმეზე ელისაშვილის შემდეგი პროცესი,  10 ივლისს – 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს: აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ორ საქმეზე სასამართლო პროცესები დღეს ერთმანეთის მიყოლებით იმართება.შემდეგი პროცესი, მეორე საქმეზე დღეს 13:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მოსამართლემ ის პროცესიდან გააძევა.

spot_imgspot_img

პოპულარული

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია....
spot_img

ყველა ამბავი

თბილისის მერია ძლიერი წვიმის შედეგებზე: დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

თბილისის მერია წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბნების დატბორვასთან და ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:“დედაქალაქში 14 აგვისტოს...

ვენესუელას ხელისუფლებამ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

ვენესუელაში დროებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ 131 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, გათავისუფლებული პირები მანამდე დაკავებული...

იტალიაში რენუარის, სეზანის და მატისის მოპარული ტილოები იპოვეს

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი აღმოაჩინა, რომლებიც მარტში პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით...

ტრამპი: აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა რეგიონში ამერიკული ძალების განუსაზღვრელი ვადით განთავსება მოითხოვოს. ირანი...

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის - ამის შესახებ...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...