საქართველოს მოქალაქეს აშშ–ში 1.3 მილიარდი დოლარის თაღლითური სქემიდან მიღებული თანხების გათეთრება ედება ბრალად

მასაჩუსეტსის ოლქის ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ 33 წლის ერეკლე გუგავას, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აშშ-ში უკანონოდ იმყოფება, ბრალი წაუყენა 1.3 მილიარდი დოლარის ჯანდაცვის თაღლითური სქემიდან მიღებული თანხების გათეთრების მიზნით შეთქმულებაში. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტა გამოაქვეყნა.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, გუგავა ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზებას, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ჯანდაცვის სფეროში ყველაზე მასშტაბურ თაღლითურ საქმეს უკავშირდება. სქემა Operation Gold Rush-ის ფარგლებში გამოვლინდა.

რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მოქმედმა ორგანიზაციამ, გამოძიების ვერსიით, ჯანდაცვის სფეროში მრავალმილიარდიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების სქემა შექმნა, რომლის სამიზნე Medicare და სხვა სამედიცინო სადაზღვევო კომპანიები იყვნენ.

„თაღლითური ქსელები ვერ იარსებებენ იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც მზად არიან უკანონოდ მიღებული თანხები გაათეთრონ და გადაადგილონ, ამიტომ ასეთი შუამავლების შეკავება გადასახადის გადამხდელთა რესურსების დასაცავად უმნიშვნელოვანესია“, — განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული განყოფილების ხელმძღვანელმა კოლინ მაკდონალდმა.

მისი თქმით, ბრალდების თანახმად, გუგავა ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ თაღლითობას უწყობდა ხელს და მოპარული თანხები აშშ-ისა და საერთაშორისო ფინანსური არხებით გადაჰქონდა.

გამოძიების ვერსიით, 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე გუგავა პენსილვანიაში რეგისტრირებულ სამედიცინო აღჭურვილობის კომპანია ND Medical Solutions LLC-ს (ND Medical) ფლობდა.

სულ ხუთი თვის განმავლობაში, როცა კომპანია ფორმალურად გუგავას საკუთრებაში იყო, ND Medical-მა Medicare-ს, Medicare-ის დამატებითი დაზღვევის მომწოდებელ კერძო კომპანიებს, დამსაქმებლების მიერ დაფინანსებულ სადაზღვევო გეგმებსა და სხვა მზღვეველებს სულ მცირე 1.3 მილიარდი დოლარის ყალბი მოთხოვნები წარუდგინა.

სადაზღვევო კომპანიებმა ND Medical-ს დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ბრალდების თანახმად, გუგავა თაღლითური გზით მიღებული თანხების შეტანასა და გადარიცხვას უზრუნველყოფდა. მან ND Medical-ის სახელზე რამდენიმე საბანკო ანგარიში გახსნა, რომლებზეც ერთადერთი ხელმომწერი თავად იყო, და ამ ანგარიშებზე Medicare-ის დამატებითი სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა მზღვეველების ჩეკებს რიცხავდა.

შემდეგ თანხები სხვადასხვა უცხოურ საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა ორგანიზაციის სასარგებლოდ.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ყალბი მოთხოვნების გასამართლებლად სქემაში იყენებდნენ მასაჩუსეტსის, ახალი ინგლისისა და აშშ-ის სხვა რეგიონების მოქალაქეების მოპარულ პირად მონაცემებს.

ბევრი ასეთი ადამიანი, მათ შორის ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკელები, Medicare-სა და მის კონტრაქტორებს დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც სადაზღვევო დოკუმენტები მიიღო, სადაც მითითებული იყო, თითქოს მათ მიიღეს სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც სინამდვილეში არასდროს მიუღიათ; თითქოს ის გამოუწერეს ექიმებმა, რომლებთანაც არასდროს ყოფილან; და თითქოს პროდუქცია მიაწოდა ND Medical-მა — კომპანიამ, რომლის შესახებაც მათ არაფერი იცოდნენ.

გამოძიების ვერსიით, ორგანიზაცია აშშ-ის ფინანსურ სისტემასაც იყენებდა თაღლითური სქემიდან მიღებული სადაზღვევო თანხების გასათეთრებლად.

ამ თანხების გათეთრება განსაკუთრებით მარტივი იყო, რადგან ისინი თავდაპირველად კანონიერი წყაროებიდან — Medicare-ისა და მოქმედი კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან — მოდიოდა, რაც მათ გარეგნულად ლეგიტიმურ სახეს აძლევდა.

იუსტიციის დეპარტამენტმა ასევე გამოაქვეყნა გუგავას საბანკო სათვალთვალო კამერების ფოტოები, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვალს ND Medical-ის საბანკო ანგარიშის გახსნას და 2025 წლის 9 ივნისს მის ვიზიტს უკავშირდება.

გუგავას ბრალი ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულების ერთ ეპიზოდში აქვს წაყენებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეს იძიებენ აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს გენერალური ინსპექტორის ოფისი, FBI, აშშ-ის საფოსტო ინსპექციის სამსახური, IRS-ის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამსახური, შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური და შრომის სამინისტროს შესაბამისი უწყება.

პროკურატურას საქმეზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული განყოფილებისა და მასაჩუსეტსის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენლები აწარმოებენ.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2007 წლიდან ჯანდაცვის თაღლითობასთან ბრძოლის სპეციალურმა პროგრამამ 6 200-ზე მეტ ადამიანს წაუყენა ბრალი. მათ მიერ ფედერალური ჯანდაცვის პროგრამებისა და კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის წარდგენილი მოთხოვნების საერთო მოცულობა 45 მილიარდ დოლარს აღემატება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გუგავა 2025 წლის ივლისში, დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, შეერთებული შტატებიდან გაიქცა.

პოპულარული

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...