სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “ამ პროცედურის ფარგლებში, 2014-2015 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწია, განეხორციელებინა კომპლექსური ღონისძიებები თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალური მონაცემების შეგროვების მიზნით, რადგანაც აღმოჩნდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს მთავრობას მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემები ჰქონდა დამუშავებული და სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის შეტანის დღიდანვე მთავრობა 4634 რუსეთიდან გამოძევებული ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დაობდა.
სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის მიღების შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუკავშირდა არაერთ დაზარალებულს, რომელთაგან 345-მა განაცხადა თანხმობა, ყოფილიყო სიაში; 25-მა განაცხადა, რომ არ სურდა სიაში ყოფნა (კვლავ რუსეთში დაბრუნდა, და სხვ.). მთლიანობაში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული საკომუნიკაციო და მოძიებითი სამუშაოების შედეგად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში − 2016 წლის 1 სექტემბერს, გაიგზავნა 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ შეატყობინა, რომ გაგზავნილი სია იყო საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებდა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა 4600-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.
1795 მსხვერპლის მონაცემების შეგროვება იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან გამოძევებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც არ არსებობს თავის დროზე აღრიცხული მონაცემები და სათანადო ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, საჭირო გახდა ამ სიის თითქმის ნულიდან შედგენა. ეს პროცედურა მოიცავდა ათეულობით ათასი გვერდი საარქივო თუ სხვა მასალის დამუშავებას, საქართველოში და, ასევე, მის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში დაზარალებულების იდენტიფიცირებას სხვადასხვა წყაროდან, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებას, მათთან უშუალოდ დაკავშირებას, მათი მსხვერპლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, დახარისხებასა და ინგლისურ ენაზე თარგმნას. – ნათქამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.


იუსტიციის სამინისტროს იმედი აქვს, რომ დადგება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება დაზარალებულების და ქართული საზოგადოების ინტერესებს. საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთიდან დეპორტირებულებისათვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადებს, რის შემდეგაც აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება.

პოპულარული

უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა...

რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! – რუტე

"რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! " ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI

"ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია " "საერთაშორისო...

აშშ-ის კონგრესში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს წარადგენენ

წარმომადგენელთა პალატის წევრის, ბრაიან ფიცპატრიკის თქმით, „რონალდ რეიგანის კანონი...

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან...

ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვას ურჩევს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არ...

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვა იწყება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკოსტიტუციო სასამართლოში დაიბარეს, სადაც როგორც ირკვევა, ოპოზიციური...

ყველა ამბავი

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის და მის კონტროლქვეშაა.მილიარდერმა ილონ მასკმა...

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს – ბერნემი

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თემთა პალატაში ყოველკვირეული სესიის დასაწყისში კითხვებზე პასუხისას...

გროსუ: საქართველოს შურს მოლდოვისა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ ევროინტეგრაციისკენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, საქართველო ხშირად აკრიტიკებს მოლდოვას ევროპულ გზაზე ამ ორ ქვეყანას შორის...

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? უპასუხეთ კითხვებს! – ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? „ოქიტაშვილი ბიძინას აგენტია“ , „მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ“ - ხომ თქვენი სიტყვებია?...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული ოცნება არ მიუწვევიათ. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, Euroscope წყაროზე დაყრდნობით...

რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! – რუტე

"რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! "  - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტალინში გამართულ...

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – ნაქურდალის სამალავში 90 000 ევროს ძვირფასეულობა აღმოაჩინეს

იტალიის სამართალდამცავებმა ქალაქ უდინეს ცენტრში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც ლიკვიდირებულია ბინის ქურდების მაღალორგანიზებული ჯგუფი.გამოძიების ინფორმაციით, ფაქტზე დააკავეს საქართველოს...

საქართველოს სტრუქტურებიდან ინფორმაცია აქვთ მიღებული: ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში, Renew Europe-ის ლიდერთა სამიტზე საგანგებოდ...

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ  ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა აშშ-მა მასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს, თუ...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, „სპეისიქსმა“ უკრაინაში სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“ სამხედრო სერვისის, „სტარშილდის“, მოძრავ ტერმინალებზე სიჩქარის შეზღუდვა დააწესა. როგორც  უკრაინელი...

რუსეთმა კიევზე მორიგი მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

13-14 ოქტომბრის ღამესა და გამთენიისას, რუსულმა ძალებმა მიზანმიმართული იერიში მიიტანეს კიევის რამდენიმე ენერგოობიექტზე, მათ შორის დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს თბოელექტროსადგურზე...

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა - თავდასხმის...