31 მარტის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე

 

დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს 80-ი წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდია თბილისში, ქართველი მწერლისა და აკადემიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 

1991 წლის 31 მარტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი თარიღია. ამ დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება. 28 წლის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობისას ჩატარდა რეფერენდუმი. რეფერენდუმში კითხვას „ თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი.საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.

31 მარტის რეფერენდუმის შედეგები 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა. იმავე დღეს რეფერენდუმის შედეგები ლეგიტიმურად სცნო აშშ-ს კონგრესმა. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე კი, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა აღიარეს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

28 მარტს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა რომ:

  • ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც გამოიფინება მისი ნაშრომები, ფოტოები და წიგნები.
  • საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი.
  • განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის ფონდთან ერთად ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დაააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას.

 

პოპულარული

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის...

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდება

კორუფციაში ბრალდებული ექს-პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად...

გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

"გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი "...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის...

The Insider: ФСБ-მ დისიდენტების ქვეყნიდან გაძევების საბჭოთა პრაქტიკა აღადგინა

რუსეთის სპეცსამსახურები სულ უფრო ხშირად მიმართავენ რეპრესიულ ტაქტიკას, რათა...

ლიეტუვასა და ლატვიაში ცაში უცნობი ობიექტის გამო განგაში გამოცხადდა

ლიეტუვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარე...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო...

NYT: ტრამპს სურს, ზელენსკის რუსეთის პირობებით მშვიდობა თავს მოახვიოს

ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და...

ყველა ამბავი

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობაც, ოპოზიციის სხვა ყველა შუამდგომლობის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ...

ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ინტერესების ლობირებაში დასდეს ბრალი

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მის სიძესა და უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს, წვდომა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე, რომელზეც თანხებს...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის საქართველოს მოქალაქეა.მედიის ინფორმაციით, ის სემიონ სკრეპეცკის უთვალთვალებდა.პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს...

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში" - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია...

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური...

დაკავებული ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის და ამბობს, რომ წაიღეს ტელეფონი და კომპიუტერი. ის ძმის დაკავებასა და...