$40 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.4 თეთრით, ევროსთან 9 თეთრით გამყარდა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის შედეგად, 19 მარტის ვაჭრობით, ლარის დოლართან გამყარებამ 2.36 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან – 8.88 თეთრი.

ახალი კურსით ერთი ევრო 3.4109 ლარი ღირს, ერთი აშშ დოლარი- 3.1568 ლარი.

ეროვნული ბანკის მიერ დოლარის გაყიდვა 2020 წელს რიგით მეორე ინტერვენცი იყო. პირველი 13 მარტს შედგა, რომელზეც $20 მილიონი დოლარი გაიყიდა.