ამერიკელი კანონმდებლები პოლიციის მიერ თეთრ სახლთან დემონსტრაციის დაშლის გამოძიებას ითხოვენ

სამი ამერიკელი კანონმდებელი ფედერალურ სამეთვალყურეო უწყებას სთხოვს გამოიძიოს ამერიკის პარკების პოლიციის მიერ თეთრი სახლის წინ დემონსტრაციის დაშლის ინციდენტი იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამ ფედერალურმა პოლიციამ კანონი.

გამოძიების მოთხოვნა სამშაბათს ამერიკის შიდა საქმეების დეპარტამენტის გენერალურ ინსპექტორ მარკ ლი გრინბლატს გაეგზავნა.

პარკების პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 1 ივნისს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და ჟურნალისტები და დემონსტრაციის მონაწილეები ფიზიკური ძალის გამოყენებით განდევნეს ლაფაეტის სკვერიდან, რომელიც თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარყოფს ბრალდებას, რომ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან სკვერის ტერიტორიის გაწმენდა იმისთვის მოხდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე წუთით გამოსულიყო და იქვე მდებარე ეკლესიასთან ფოტოები გადაეღო.

გამოძიებას ორეგონის სენატორი რონ ვიდენი, წარმომადგენელთა პალატის ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე რაულ გრიჰალვა და კონგრესმენი დებრა ჰალანდი ითხოვენ.

კანონმდებლები წერილში ამბობენ, რომ კონსტიტუციის „პირველი დამატება, რომელიც სიტყვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების და პრესის თავისუფლების [გარანტიაა], ყველა სხვა უფლების ფუნდამენტს წარმოადგენს. პარკის პოლიციის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ამ უფლებების შელახვას ემსახურებოდა, თითოეული ამერიკელის შეურაცხყოფაა და მასზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.“

წყარო: ამერიკის ხმა

პოპულარული

12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ირაკლი ფირცხალავამ საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ...

ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს დადიანების სასახლის ყოფილი ხელმძღვანელი, ანზორ ოყუჯავა.მან...

UEFA ბათუმის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია - UEFA 26 ნოემბერს ბათუმში,...

1 იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება

არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის 2025 წელს შექმნილი სახელმწიფო გრანტის...

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის საფუძველს ამზადებს – სუს

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე...

ვთქვათ დაგვასანქცირეს – რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით”? – კალაძე

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა,...

საგარეო უწყებამ ევროკავშირის ელჩს „თვითნებურად დაკავებულთა“ კონკრეტული სიის წარმოდგენა მოსთხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის ელჩს,...

ყველა ამბავი

The Telegraph: ზელენსკიმ ყირიმის ხიდის სრულად განადგურების ბრძანება გასცა

უკრაინა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილის განადგურებით არ შემოიფარგლება: ზელენსკიმ უკვე გასცა მისი სრულად განადგურების ბრძანება, – წერს The Telegraph....

ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს დადიანების სასახლის ყოფილი ხელმძღვანელი, ანზორ ოყუჯავა.მან დადიანების სასახლის დირექტორის პოსტი დაკავებამდე თვენახევრით ადრე დატოვა, თუმცა მედიაში...

UEFA-მ ბათუმის მატჩზე დისციპლინური გამოძიება დაიწყო და თურქული მხარის ვერსია უარყო

UEFA-მ (ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ) 26 ნოემბერს ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ევროპა ლიგის მატჩზე მომხდარი ინციდენტების...

ჰაკან ფიდანი: ბათუმში მომხდარი ინციდენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს არ შეეფერება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებს „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს...

გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს – კობახიძე

უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ...

Amnesty International: საქართველოში თითქმის სრული დაუსჯელობაა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში საპროტესტო აქციების ორი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის...

მადლობა, ვინც ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა – ჰაპოელი

"მადლობა, ვინც ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა" -  ასე გამოეხმაურა, ისრაელური კლუბი ჰაპოელ ბეერ-შევა ბათუმში, მათსა და თურქულ ბეშიქთაშს შორის...

ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას.. თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები – შს მინისტრი

გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის: ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის...

აფხაზმა ოპოზიციონერმა, შვილი, სამკურნალოდ არა რუსეთის, არამედ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, კან კვარჩიას შვილი, ეფრემ კვარჩია სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.ადგილობრივი ტელეგრამ-არხების...

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა

უფლებადამცველი ანა თავხელიძე წერს, რომ 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და...

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს – ზელენსკი

უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალებს ამ საპასუხო ქმედებების სიზუსტისთვის, - ამის შესახებ...

ვთქვათ დაგვასანქცირეს – რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით”? – კალაძე

ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, „დავუწვებით"? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“...