მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება – ფოტიგა რურუაზე

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება და პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს უფლებამოსილება და შეიწყალოს.

“საქართველოს ბევრი მეგობარი მედიის მფლობელ გიორგი რურუას დაკავებას და ახლა უკვე სასჯელს პოლიტკურად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, როგორც იმ სხვა ფიგურების შემთხვევაში ქნა, რომელთა საქმეც რვა მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. ეს გააუმჯობესებდა კლიმატს არჩევნების წინ”,- წერს ფოტიგა ტვიტერზე.

მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.

პოპულარული

რუსეთი ნატოს ბირთვული იარაღით დაემუქრა: Reuters

სააგენტო Reuters-მა ნახა დოკუმენტი, რომელიც მოსკოვმა ნატოს გაუგზავნა. მასში...

უხერხულია, ქვეყნის ყველა მიღწევას საკუთარ თავზე იბრალებს – მათიკაშვილი ღარიბაშვილზე

პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს სამართლებრივი დავის კარგს არაფერს...

ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის – ღუდუშაური ირანის ელჩზე

"არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ.ჩვენ...

აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა – პაპუაშვილი

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და...

რუსეთი საქართველოსა და დსთ-ის მძღოლებს ქვეყანაში ყოფნის ვადას შეუმცირებს, თუ მათი სახელმწიფოები ევროკავშირისკენ გზას აირჩევენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის...

ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე დაჭრილი კაპიტანი გადაარჩინა

Flydubai-ის რეისზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში...

რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში...

ყველა ამბავი

ვითხოვთ ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას მსჯავრდებულ დავითაძის განცხადებებზე – არასამთავრობოები

14 არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნებისგან" დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას ითხოვს რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს."საქართველოს...

„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – ჩვენება იტალიის სენატში

გაგრის აღების დღეს - 2 ოქტომბერს, იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის - „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - ჩვენება გაიმართა,...

ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, მადლობა №6 პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს – პატარიძე მსჯავრდებულ დავითაძეზე

"ვიდეომასალაში ნათლად და ცალსახად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი" -აცხადებს სპეციალური...

საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს მუშაობას, რის მიზეზადაც ხელისუფლების ქმედებებს ასახელებს

2026 წლის 30 სექტემბერს, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (FNF) საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისში თავისი ოფისი...

“პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა”- ირმა ინაშვილი

პატიმრების წამებას გადაყვა სააკაშვილი. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, უნდა გადაყვეს კობახიძის მმართველობა" - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით,...

“მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ” – პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

"მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ" - შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვას გამოეხმაურა."კონრად ადენაუერის ფონდი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ...

პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ – იოსელიანი

"პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ''- განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა."ჩვენ ეს საკითხი დეტალურად შევისწავლეთ. მათ შორის,...

აქციამ აჩვენა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რაც IRI-მ „ნაცმოძრაობას“ დაუწერა – პაპუაშვილი

ის ფაქტი, რომ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ ქართველი ხალხი...

სიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს – პენიტენციური

პენიტენციური სამსახური უარყოფს რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ბადრაგებმა დეესკალაციის ოთახში გააუპატიურეს."სპეციალური...

“ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით” – პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

"ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს ხელით ... ამაზე მეტი კაცს რა უნდა გამიკეთონ ... " - აცხადებს ამის შესახებ სასამართლოზე მსჯავრდადებული...

უკრაინამ საკუთარი წარმოების ახალი ბალისტიკური რაკეტა FP-7 საბრძოლო პირობებში გამოსცადა

უკრაინამ საკუთარი წარმოების პირველი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7 რეალურ საბრძოლო პირობებში წარმატებით გამოიყენა. ამ უმნიშვნელოვანესი სამხედრო სიახლის შესახებ ინფორმაცია...