მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი პოლიტპატიმარია

{{ARTICLEIMAGE}}
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შვილი პოლიტპატიმარია და უკანონოდ არის დაკავებული.

როგორც ის განმარტავს, მისი არასრულწლოვანი შვილი სხვების დანაშაულის გადასაფარად და აღშფოთებული საზოგადოების გასაჩერებლად დააკავეს.

“ზაზა სარალიძემ პროკურატურის ეზოში შიმშილობა რომ დაიწყო, იმ დროს დააკავეს ჩემი შვილი, რომ საზოგადოებრივი მუხტი და სარალიძე რაღაც დროის მანძილზე გაეჩერებინათ.

პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ, ერთ-ერთი სხდომის შემდეგ თქვა, ოთხმა მოწმემ პირდაპირ დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობაო. არადა, იმ ოთხ მოწმეს საერთოდ არაფერზე უსაუბრია იქ. ამის ოქმი გვაქვს ეს ჰაერზე მოტანილი ლაპარაკი არ არის. პირდაპირ გამოდიან და იტყუებიან, ამას მოსამართლე ძალიან მშვიდად უყურებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, მოსამართლესაც გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი.

საინტერესოა ერთი ფაქტიც, რომ სხდომის ოქმი სახალხო დამცველსაც გადავეცით, იქიდან წერილი მივიღეთ, აქ არაფერი ისეთი არ მომხდარაო. თითქოს, ყველა შეთანხმებულია, რომ ეს ბავშვი დაისაჯოს. ამით სხვისი დანაშაულის დაფარვას ცდილობენ. ნახევარი პროკურატურა დასაჭერია.

ხომ შეიძლებოდა, გამოეშვათ და პროცესებზე სახლიდან ევლო, მაგრამ არა, იქ უნდა იჯდეს და დაისაჯოს. მთავარი მოწმეები არ მოჰყავთ. საპარლამენტო კომისია ლაპარაკობს, რომ საქმე ცუდად არის წარმოებული.

ნახეს დაბალი ღობე დ.ღ. და აწმენდენ ხელს, ატყუებენ საზოგადოებას”, – განაცხადა ღლონტმა.

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი ივლისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

პოპულარული

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც...

თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ – კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე

კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული...

“აივანზე “ტენტების” მონტაჟისთვის ავანსად ₾24 000 გამოართვა და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა” – დააკავეს 1 პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი...

ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ Sotheby’s-ზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში)...

ლატვიის მთავრობა „დერუსიფიკაციის დეკლარაციას“ ამზადებს

ლატვიის მთავრობა „დერუსიფიკაციის დეკლარაციის“ მომზადებასა და მიღებას აპირებს. ამის...

დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე – ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია – საბურთალოს რაიონის გამგებელი

GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა...

ყველა ამბავი

ბენღაზიში გაჩერებულ რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქებები მოხდა. ლიბიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მას დრონებით დაესხნენ თავს

აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქალაქ ბენღაზის მახლობლად მდებარე პორტში რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მიზეზი დრონებით თავდასხმა...

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილებაზე BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს. ფილმს „Heal“...

რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...