“სისტემა ჟონავს“–ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ წამების პრაქტიკა საქართველოში სისტემურია

სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შსს დაგვაჯეროს, რომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა – მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ მსგავსი მასალა, გაასაჯაროვეთ,- ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ისინი პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველ, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურებიან.

განცხადება საზოგადოებას ალიანსის წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე გააცნო.

როგორც ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი, ზუსტად ამ წამების ფაქტის დროს, აჭარის პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, „რომლის ჩვენების საფუძველზეც ზი ციხეში ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი”.

„ვნახეთ სისტემური წამების ამსახველი კადრები, რომელიც თავად პოლიციელებმა გადაიღეს ქობულეთის პოლიციაში, ამიტომ ყველას, ვისაც არ გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება მოგიწოდებთ, რომ დღეს საღამოს 19:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან, საიდანაც გაიმართება მსვლელობა.

სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შსს დაგვაჯეროს, რომ ვითომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს პოლიციაში, მის განყოფილებებში.

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ გორში შემთხვევით გადაღებული ადამიანების წამების, ღირსების შელახვის ამსახველი კადრები. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ შსს-ს თანამშრომლები თავად იღებენ წამების ამსახველ ვიდეო-მასალას და შემდეგ აზიარებენ სხვადასხვა ჩათში.

აქვე მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც გაქვთ მსგავსი მასალა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სისტემური ძალადობის ამსახველი მასალა, გაასაჯაროვეთ ეს მასალა. ამით, ერთი მხრივ, შეამსუბუქებთ საკუთარ პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, დაიცავთ სხვებს სისტემური წამებისგან.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად ამ წამების ფაქტის დროს, რაც ჩვენ ვიხილეთ, აჭარის პოლიციის უფროსი იყო გრიგოლ ბესელია, რომლის ჩვენების საფუძველზე ციხეში ზის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ვინმეს სჯერა, რომ აჭარის პოლიციის უფროსმა არ იცოდა რა ხდებოდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში? რა თქმა უნდა არა. ამიტომ, ეს მოძალადე მწამებელი სისტემა უნდა დასრულდეს, დამხობა რეჟიმის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

პოპულარული

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში  კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22...

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების...

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის...

ერთ-ერთი დაღუპული ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო – ადგილობრივი ფონიჭალის ტრაგედიაზე

"ერთ-ერთი დაღუპული ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა...

ყველა ამბავი

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილებაზე BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს. ფილმს „Heal“...

რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...

28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს – ივანიშვილები ფონიჭალაში აფეთქებაზე

"28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილს ავრცელებენ."ღრმა მწუხარებას...