საქართველოში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში იყო

სეისმური მონიტორნიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელ ხონჭიორში იყო.

მათივე ინფორმაციით, ბიძგები 08:07 საათზე დაფიქსირდა.