გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში – კობახიძე გახარიას წევრებს

spot_imgspot_img

გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში, ეს შემიძლია გითხრათ,- ასე გამოეხმაურა  ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ვიკა ფილფანის შეფასებას, რომ კობახიძე იყო პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელმაც „გავრილოვი ჩამოიყვანა“.

„ვიკა ფილფანმა ახსენა გავრილოვი, რომელიც მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში, ეს შემიძლია გითხრათ. მაშინ ბატონი გახარია იყო შს მინისტრი და შეგიძლიათ მარტივად ტექნიკურად გადაამოწმოთ შინაგან საქმეთა მინისტრი თანხმობის გარეშე არის თუ არა საქართველოში შესაძლებელი რომელიმე რუსი დეპუტატის შემოსვლა. რა თქმა უნდა, არა! უფრო მეტიც, იმართებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენები, მაგალითად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მაშინდელ კომიტეტის თავმჯდომარეს და პირველ ვიცე-სპიკერს მოახსენეს დეტალურად იმასთან დაკავშირებით თუ რა იმართებოდა, ვინ ჩამოდიოდა, როგორ ჩამოდიოდა. მაშინ ნული რეაქცია იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ქალბატონი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს არ ვგულისხმობ, მეორეს -იყო პირველი, ვინც ისტერიკა ატეხა საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ზუსტად იცოდა ყველაფერი და სხვათა შორის, ძალიან მეგობრობდნენ ეს ქალბატონი და გახარია ერთმანეთთან. ანუ ყველამ იცოდა ყველაფერი და მიზეზი, რატომაც მაშინ გადაწყდა გავრილოვის შემოსვლა საქართველოში, ბატონ გახარიასთან ერთად, იყო ის, რომ მას არ ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ. 2016 წელს იყო შემთხვევა, როდესაც 3 დეპუტატი შემოუშვეს- რუსი, მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობა“ და მათ ერთად შემოუშვეს საქართველოში რუსეთის დუმის სამი დეპუტატი, რომლებსაც ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, ამ ფონზე გავრილოვის შემოშვებასთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ არსებობდა. მათ შორის, არც გახარიას არ ჰქონდა კითხვები. შესაბამისად, ის შემოვიდა საქართველოში. კითხვები არ ჰქონდა კი არა, თვითონ შემოუშვა საქართველოში, თვითონ გამოატარა საზღვარზე. ეს არის ფაქტები. ფაქტებით დაგიდასტურეთ, რომ ამ საკითხით სპეკულირება თქვენს ინტერესებში არანაირად არ შედის“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img

პოპულარული

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის...

იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგულად გამოცხადებული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.გოგა...

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც...
spot_img

ყველა ამბავი

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...