რუსეთში, ირკუტსკის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ცნობით, 29 ივნისს პოლიციელებმა საწვავის უკანონო გადაყიდვის ოთხი ფაქტი აღკვეთეს.
დაკავებულები ახორციელებდნენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას — ბენზინს ყიდიდნენ საბაზრო ფასზე მრავალჯერ გაბერილ ფასად. ერთ შემთხვევაში ვაჭრობა ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიის სიახლოვეს მიმდინარეობდა, სამ შემთხვევაში კი — ინტერნეტის მეშვეობით.
ერთ-ერთ შემთხვევაზე პოლიციამ დეტალები გაასაჯაროვა. 20 წლის ახალგაზრდამ ონლაინ პლატფორმაზე განცხადება გამოაქვეყნა საწვავის გასაყიდად — ლიტრი 250 რუბლად. განცხადებაზე გამოხმაურებული „მყიდველები” სინამდვილეში ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
დამრღვევის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული ოქმი რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 14.1 მუხლის მიხედვით — „სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფო რეგისტრაციის ან სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე”.





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)