რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

spot_imgspot_img

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ბოლო წლებში ირანის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების ბუმი უკვე დადასტურებული საფრთხის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

EPRC-მ მოიკვლია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2025–2026 წლებისთვის მათმა ციფრმა 12,800-ს გადააჭარბა. თუმცა, ირანული ინვესტიციების ოდენობა ამ ციფრებთან შეუსაბამობაშია.

„რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?“ – ორგანიზაცია ამ კითხვაზე პასუხად წერს, რომ „არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ეკონომიკური ოპერაციების ნაწილი ხორციელდება ალტერნატიული, მათ შორის არასაკმარისად გამჭვირვალე ფინანსური არხებით, რომლებიც სრულად არ აისახება ოფიციალურ სტატისტიკაში.“

EPRC-ს განცხადება სრულად:
„2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც, 2025–2026 წლებისთვის მათმა ციფრმა 12,800-ს გადააჭარბა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანული ინვესტიციები ბოლო წლებში ძირითადად რამდენიმე მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

2013 წლიდან 2024 წლამდე ჯამურად ირანულმა ინვესტიციებმა 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით ზრდა იყო, თუმცა ერთ კომპანიაზე გათვლით საკმაოდ მცირე თანხას შეადგენდა.

2024 წელს ირანიდან წმინდა FDI უარყოფითი იყო (-0.65 მლნ აშშ დოლარი), 2025 წლის წინასწარი მონაცემებით – დაახლოებით 0.4 მლნ დოლარი. შედეგად, ირანის წილი საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ოფიციალური სტატისტიკით, უმნიშვნელო რჩება.

არსებული მონაცემები, კერძოდ რეგისტრირებული კომპანიების დამფუძნებელ დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია მოწმობს, რომ ირანული კომპანიების ოფიციალური პროფილია მცირე ვაჭრობა, უძრავი ქონება, მომსახურების სექტორი, სამშენებლო საქმიანობა, ლოჯისტიკასა და რეექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები.

აქტივობის დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის და ნაკლებად უკავშირდება მსხვილ საწარმოო, სამრეწველო ან ტექნოლოგიურ პროექტებს. თუმცა მნიშვნელოვანი ფინანსური, გამჭვირვალე ნაკადები არ ჩანს FDI-ში და ამასთან, სხვადასხვა ანალიტიკური დასკვნის თანახმად, არც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილა ამ კომპანიებში.

ათობით კომპანია კი ერთი და იგივე მისამართზეა რეგისტრირებული. ერთადერთი გამჭვირვალე ფინანსური ზრდა არის ტურისტული დანახარჯების მიმართულებით – 2022-2024 წლებში ირანიდან მიღებული ტურისტული შემოსავალი გაიზარდა 91.1 მლნ დოლარდან 151.1 მლნ დოლარამდე (65%), 2025 წელს კი შემცირდა – 17,8%-ით.

სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?

ირანის ფინანსური სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საერთაშორისო სანქციების პირობებში ფუნქციონირების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ეკონომიკური ოპერაციების ნაწილი ხორციელდება ალტერნატიული, მათ შორის არასაკმარისად გამჭვირვალე ფინანსური არხებით, რომლებიც სრულად არ აისახება ოფიციალურ სტატისტიკაში.

როდესაც ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, ტრადიციული საბანკო სისტემის გარეთ ან შეზღუდული გამჭვირვალობის პირობებში ხორციელდებოდეს, სახელმწიფოს შესაძლებლობა, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, (მით უმეტეს, თუ ასეთი ნება არ არსებობს), ეფექტიანად აკონტროლოს ფინანსური ნაკადები, სანქციების შესაძლო გვერდის ავლა და ფულის გათეთრების რისკები, მნიშვნელოვნად მცირდება.

საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი მოდელი ხშირად ასოცირდება ნომინალურ (ე.წ. „ქაღალდზე არსებულ“) კომპანიებთან, რომლებიც ფორმალურად რეგისტრირებულნი არიან, თუმცა რეალური ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული აქვთ. ასეთ კომპანიებს ზოგჯერ იყენებენ რეექსპორტისთვის, შუამავლური ფინანსური ოპერაციებისთვის ან სხვადასხვა ქვეყნის სანქციების და მარეგულირებელი მოთხოვნების გვერდის ასავლელად. სწორედ ამიტომ, როდესაც კომპანიების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ ამას არ ახლავს ინვესტიციების, წარმოების, ექსპორტის ან დასაქმების შესაბამისი ზრდა, ჩნდება კითხვები მათი საქმიანობის რეალური ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

მით უმეტეს ქვეყანაში, რომელსაც უვიზო რეჟიმი აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც ხშირად ძალიან მიმზიდველია ირანის მსგავსი ქვეყნების მოქალაქეებისა და ბიზნეს თუ პოლიტიკური წრეებისთვის.

2026 წლის 8 აგვისტოს ამერიკულმა სანქციამ საქართველოში 2025 წელს დაფუძნებული კრიპტოკომპანიის “შელბითის” წინააღმდეგ, რომლის მფლობელიც ირანის მოქალაქე სავაშ კაივანპურია (ალტერნატიული მოქალაქეობა დომენიკა, ავღანეთი), დაადასტურა, რომ სანქციების თავიდან არიდების მცდელობების საკმაოდ მრავალფეროვან სქემებთან გვაქვს საქმე.

სანქციის საფუძველი „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან” კავშირია. კანონდარღვევის მექანიზმი – “არალეგალური ფინანსური აქტივობები”. ამ გადაწყვეტილებს ფონზე, საქართველოში ბოლო წლებში ირანის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების ბუმი და ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა უკვე დამატებითი, და უკვე დადასტურებული, საფრთხის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

მსგავსი შემთხვევები საქართველოსთვის, როგორც მცირე და ღია ეკონომიკისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ირანის მიმართ გამოყენებული თანამედროვე სანქციური რეჟიმები მოიცავს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, ფინანსურ ოპერაციებს, რეექსპორტს და მესამე ქვეყნების გავლით განხორციელებულ სავაჭრო სქემებს. ამიტომ, ირანული ეკონომიკური აქტივობის ზრდა საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი აღარ არის – იგი უკავშირდება ფინანსური სისტემის სანდოობას, საერთაშორისო საბანკო ურთიერთობებს, დასავლურ ეკონომიკურ ინტეგრაციას, ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ, და არა მხოლოდ, რეპუტაციას და ადგილს მსოფლიო რუკაზე.“ – წერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.

spot_imgspot_img

პოპულარული

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა....

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია....

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს...

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე,...

The Wall Street Journal:პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს

პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს — უკვე...
spot_img

ყველა ამბავი

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი წლით სცდება? ცუდ დაგეგმვასთან? არაეფექტურ მონიტორინგთან? უხარისხო შესრულებასთან? თუ სამივესთან...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროსრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. წარსულში ამ კომპანიის დრონები პუტინსაც წარუდგინეს

მოსკოვის კუზმინსკის რაიონულმა სასამართლომ  უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანია „დრონ სოლუშნსის“ მოქმედი გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ ბარბასოვი და მისი წინამორბედი...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ის რეჟისორის კარიერაში ყველაზე...

ირანმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აშშ-ს ახალი პირობები წაუყენა

ირანის ხელისუფლებამ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ახალი პირობები წაუყენა. თეირანი ვაშინგტონისგან სანქციების მოხსნასა და იმ ზიანისთვის კომპენსაციის გადახდას ითხოვს,...