23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში 67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
ინფო იმერეთის ცნობით, კაცი ბავშვს, რომელიც მისი ნათესავი და მეზობელი იყო, იმ დროს ურეკავდა, როცა მოზარდი სახლში მარტო რჩებოდა – ბავშვმა საეჭვო კომუნიკაციის შესახებ დედას უთხრა, დედამ კი კაცისა და მისი შვილის სატელეფონო საუბარი ჩაიწერა და პოლიციას, როგორც მტკიცებულება, ისე გადასცა.
სექსუალურ ძალადობაზე გამოძიება სისხლის სამართლის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს, კაცის გარდაცვალებაზე კი თვითმკვლელობის მუხლით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებს, რომ 67 წლის კაცი მის სახლთან ახლოს ნახეს ჩამომხჩვალი.
ადგილობრივი მედია 22 აგვისტოს წერდა, რომ არასრულწლოვანის ოჯახი მის დაკავებას და მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვდა. პოლიციამ კაცის გამოკითხვა, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ვერ მოასწრო.



