„ივანიშვილი მკვლელია“: ანი წითლიძე პროკურატურისგან ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს. წითლიძემ დღეს ბრიფინგი პროკურატურასთან გამართა და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოს გახმაურებულ საქმეებთან – მკვლელობებთან და თვითმკლვლელობებთან დაკავშირებით სწორედ ივანიშვილი დაკითხონ, რადგან წითლიძის თქმით „ივანიშვილი მკვლელია, „ქარული ოცნება“ კი მკვლელების პარტიაა“, რომლებიც “დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში“.

„ბარბარე რაფალიანცი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ზვიად ლაგვილავა, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, რუსების დავალებით მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. შალვა თათუხაშვილი-კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, რუსების დავალებით მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ალექსანდრე დანელია, სერგო უბილავა, ივანე ივანიძე კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები რუსების დავალებით მოკლა ბიძინა ივანიშვილმა. ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ლექსო ლაშქარავა მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ნიკო კვარაცხელია მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ლაზარე ჯორბენაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. გლდანის ციხის ყოფილი უფროსი დავით გოგიბერიშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. სუს-ის ანტიკორუფციულის უფროსი სიმონ წაქაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ნუგზარ ფუტკარაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში.

მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას და ადამიანებს, რომლებიც ამ შენობაში სხედან, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ მისი მთავარი დამკვეთი-ბიძინა ივანიშვილი. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, როგორ დაგეგმა 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა. ჰკითხეთ ბიძინა ივანიშვილს რუსების დავალებით როგორ მოკლა კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, როგორ გასცა ბრძანება თემირლან მაჩალიკაშვილის, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობებზე. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ მკვლელობებს აწყობს, არის ბიძინა ივანიშვილი. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, რა დავალებებს აძლევს სუს-ის თანამშრომლებს ისეთს, რომ სუს-ის ათეულობით თანამშრომელი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ან თავი მოაკვლევინეს ამ მოკლეს. ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს პროკურატურამ უნდა იცოდეს, თუ ის არ დაკითხავს ბიძინა ივანიშვილს, აღნიშნულ მკვლელობებთან დაკავშირებით, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება, თითოეულ თანამშრომელს აუცილებლად დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს!“-განაცხადა ანი წითლიძემ.

 

 

 

პოპულარული

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა – ფეიქრიშვილების დედა

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა- ინფორმაციას ამის შესახებ...

ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს – ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება,...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის...

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – ფარულავა

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია -...

პოლიციასთან შეტაკებები, ხანძრები და ასობით დაკავებული-მასშტაბური საპროტესტო აქციების დღე საფრანგეთში

შაბათს საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ცხოვრების გაძვირებისა...

ოპოზიციის ლიდერები დიდი ბრიტანეთის საელჩოში ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა...

21 ოქტომბრის საკვირველი დღეები

21 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:4 000 მბ + 150 წთ (საქართველოში)...

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე...

ყველა ამბავი

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...