ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ მხეიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დაამტკიცა.

სასამართლო სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა. ბურჭულაძესა და მხეიძეს სიტყვით არ უსარგებლიათ და მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვებს მხოლოდ „დიახ“-ით უპასუხეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ქრთამის აღებას ეხება. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, 2 წელი კი პირობითად ჩაეთვალა. ამასთან, ბურჭულაძეს 1 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქედან 1 წელსა და 2 თვეს ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, 3 წელი კი პირობითად ჩაეთვალა. მას 100 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბურჭულაძესა და მხეიძეს ახალი ბრალდება სასამართლოში დღეს წარედგინათ. უწყების განცხადებით, მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო „გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხი“.

საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის საიდუმლო შესყიდვებს ეხება.

ბრალდების მხარის ვერსიით, 2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენა დასჭირდა. ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისმა ნათესავმა, ვასილ მხეიძემ, შესაბამისი გამოცდილების მქონე ბიზნესმენს შესყიდვების ისეთი ფორმით განხორციელება შესთავაზა, რომელიც მისი კომპანიის გამარჯვებას უზრუნველყოფდა.

პროკურატურის თანახმად, სანაცვლოდ მხეიძე ბიზნესმენისგან მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ს ნაღდი ფულის სახით ითხოვდა.

ბრალდების მიხედვით, ბიზნესმენმა გარანტიები მაღალი თანამდებობის პირებისგანაც მოითხოვა. ამ ეტაპზე, პროკურატურის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძე იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები იმგვარად განხორციელდებოდა, რაც კონკრეტულ კომპანიებს სასურველი ფასით გამარჯვების გარანტიას მისცემდა, სანაცვლოდ კი თანამდებობის პირები ფინანსურ სარგებელს მიიღებდნენ.

გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილისგან სამსახურებრივი მფარველობის მიღების შემდეგ, სამი საიდუმლო შესყიდვის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს 11 მილიონ 499 ათას 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 მილიონ 484 ათას 960 ლარად მიაწოდეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, დანარჩენი 750 ათასი ლარი კი რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

ბურჭულაძისა და მხეიძისთვის ეს პირველი განაჩენი არ არის. იმავე საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე მსჯავრდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ვასილ მხეიძე კი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებისთვისაა მსჯავრდებული და 8 წლით თავისუფლების აღკვეთას იხდის.

პოპულარული

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას – მედვედევი

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა....

სერბეთში გენოციდისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ათასობით ადამიანი, რომლებიც სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილ სარდალს, სამხედრო...

გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გურიაში მდებარე კურორტ გომისმთისკენ მიმავალ ცენრტალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა....

შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული – გედევან ფოფხაძე

"შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების...

სანქციების გვერდის ავლის ახალი შესაძლებლობა — მოსკოვმა და ფხენიანმა დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გახსნეს

რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო...

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერია: მონოპოლიები, რუსული კავშირები, ოფშორები და პოლიტიკური გავლენა–TI-ის კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვრცელ კვლევას აქვეყნებს ბიზნესმენის შესახებ, რომელიც...

ყველა ამბავი

ევროკავშირი უკრაინას “პეტრიოტების” შესაძენად 3.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეთანხმებას უკრაინისთვის "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო კრიტიკული პროდუქციის...

უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

უნგრეთის მთავრობამ 8 სექტემბერს რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელი დაითხოვა და მათ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა...

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი შეასრულებს.ემი დიაზი კვლავ მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება.ინფორმაციას აშშ-ის საელჩო...

დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა. გელოდები – წითლიძე გვარამიას

" დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა" -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრი, ანა წითლიძე სოციალურ...

ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის...

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელი შეუწყო პრეპარატის შექმნას, რომელმაც შესაძლოა დაბერების პროცესი შეანელოს– The New York Times.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილმა ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც თავდაპირველად ფილტვის მძიმე დაავადების სამკურნალოდ შეიმუშავეს, პაციენტებში ბიოლოგიური დაბერების ნიშნების შემცირება აჩვენა....

პუტინმა კიევზე თავდასხმა ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა – სიბიგა

პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 08:52 საათზე, ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბალანთაში დაფიქსირდა.მიწისძვრის სიმძლავრე...

ოთარ ფარცხალაძე–რომანოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის ბატალიონ “გეორგიევსკ“–თან ერთად

რუსეთში შეიქმნა საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო...

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კრავჩენკომ კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ეს გადაწყვეტილება მან კორუფციული სკანდალის ფონზე მიიღო, რომლის...

Reuters:საქსონია-ანჰალტში AfD-ის გამარჯვება მერცისთვის დარტყმა და ევროპისთვის გაფრთხილებაა

სააგენტო Reuters  წერს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე ულტრამემარჯვენეების წარმატება ევროპისთვისაც გამაფრთხილებელი სიგნალია.მერცი ამომრჩეველთა უკმაყოფილების მთავარი სამიზნე გახდა...

ზელენსკი: აშშ ზამთარში რუსეთსა და უკრაინას შორის დეესკალაციის ხელშეწყობას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს ინტერვიუ მისცა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან გუშინდელი მოლაპარაკებების შესახებ რამდენიმე დეტალი გაამხილა. ზელენსკის...