აშშ-მა ხუთი ირანული ნავთობტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამშაბათს, 8 სექტემბერს, ხუთი ირანული ნავთობტანკერი გაანადგურა მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს ბალისტიკური რაკეტებით ორჯერ შეუტია. ამის შესახებ CENTCOM-ის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ხომალდმა ირანულ თავდასხმებს წარმატებით აარიდა თავი და რეგიონულ წყლებში პატრულირება განაგრძო. სამხედრო პერსონალიდან არავინ დაშავებულა.

CENTCOM: ირანი ტანკერებს მრავალმილიარდიანი „ჩრდილოვანი“ ქსელის ფარგლებში იყენებდა

CENTCOM-მა ომანის ყურეში გაანადგურა IRGC-სთან დაკავშირებული ნავთობტანკერები M/T Kaviz, M/T Charminar, M/T Horizon 1 და M/T Riesco, ხოლო სპარსეთის ყურეში, კუნძულ ხარკის მახლობლად — ტანკერი M/T Derya.

CENTCOM-ის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ეკიპაჟებს ხომალდების დატოვება უბრძანეს მანამდე, სანამ ტანკერებს დაარტყამდნენ და მწყობრიდან გამოიყვანდა.

სარდლობის ინფორმაციით, ირანი ამ ტანკერებს მრავალმილიარდიანი „ჩრდილოვანი“ ქსელის ფარგლებში იყენებდა, რომელიც IRGC-სა და მის რეგიონულ მოკავშირე ძალებს აფინანსებდა. აშშ-ის სამხედროების განცხადებით, თეირანს ამ ხომალდების დასაცავად საჭირო საშუალებები არ გააჩნია.

მანამდე, 5 სექტემბერს, CENTCOM-ის ძალებმა სამი ირანული ნავთობტანკერი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც IRGC-მ ამერიკულ ავიამზიდსა და სარაკეტო ესკადრულ ნაღმოსანს შეუტია.

დარეგულირების მიმართულებით პროგრესი არ არის

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ირანისთვის ივლისის ბოლოდან არ დაურტყამთ. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპმა შესაბამისი გადაწყვეტილება ახსნა თეირანთან მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილით — მათ შორის ჰორმუზის სრუტის სტატუსის, სანქციებისა და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებზე.

ერთთვიანი პაუზის შემდეგ აშშ-მა პირველი დარტყმა 30 აგვისტოს განახორციელა და ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ლარეკზე ირანის ორ სარაკეტო დანადგარს შეუტია.

თეირანში განაცხადეს, რომ საპასუხოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამერიკულ სამიზნეებს შეუტიეს. ათობით უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა „ამერიკულ ვერტმფრენებსა და პერსონალს ალ-მინჰადის ბაზაზე“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ჰორმუზის სრუტე, რომელსაც მსოფლიო ნავთობმომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, აშშ-ისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხია. თებერვლის ბოლოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე სრუტე ნაოსნობისთვის ღია იყო. დღეს მასზე კონტროლის შესახებ როგორც ირანის, ისე აშშ-ის შეიარაღებული ძალები აცხადებენ.

პოპულარული

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის...

ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ – ზელენსკი

"ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ "-...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება – აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების...

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდება

კორუფციაში ბრალდებული ექს-პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად...

შიმშილობა ბლოკადაში მყოფი ქალაქის გადასარჩენად: რას ითხოვს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩიერნო?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილი კრიტიკული...

ზელენსკი: თუ ამერიკას არ შეუძლია პუტინის შეჩერება, მოგვეცით გადამჭერი რაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ავტორიტეტულ გამოცემა Corriere della...

ყველა ამბავი

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  დანაშაულის ჩადენის...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ  დიზელზე, მერე კი  რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000 მბ)50 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 29₾400 წთ...

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...