უკრაინის გენპროკურორმა NABU-ს ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა და ქვეყანა დატოვა, ზელენსკი მის სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დირექტორს, სემიონ კრივონოსს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი სამსახურებრივი დოკუმენტების გაყალბებისა და ფიქტიური შვილად აყვანის ორგანიზების მუხლებით, რათა კონკრეტულ პირებს სამხედრო მობილიზაციისთვის აერიდებინათ თავი. ბრალის წარდგენიდან რამდენიმე საათში, თანამდებობიდან გადადგომის რეჟიმში მყოფმა გენპროკურორმა სამსახურებრივი ავტომანქანით უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა, თუმცა თქვა, რომ ეს „ლიეტუვაში მივლინება“ იყო.

კრიზისი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) გენერალურ პროკურატურაში მასშტაბური ჩხრეკა ჩაატარეს. სპეცოპერაცია „კართაგენის“, ფარგლებში თაღლითური ქოლცენტრების მფარველობისა და 89 მილიონზე მეტი გრივნის გათეთრების ბრალდებით დააკავეს პროკურატურის მაღალჩინოსანი სერგეი კროპივა, რომელიც კრავჩენკოს უახლოესი გარემოცვის წევრია.

გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებში თავად გენპროკურორის კორუფციული კავშირებიც იკვეთებოდა, რის ფონზეც 7 სექტემბერს კრავჩენკომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. თუმცა, სანამ უმაღლესი რადა მის გადადგომას ოფიციალურად დაამტკიცებს, კრავჩენკომ საპასუხო ვიდეომიმართვა გაავრცელა და NABU-ს დირექტორს ბრალი დასდო. მისი მტკიცებით, ანტიკორუფციული უწყების რეიდის რეალური მიზანი იყო პროკურატურაში დაცული იმ საქმეების მასალების მოპარვა, რომლებსაც მისი უწყება თავად ანტიკორუფციონერების წინააღმდეგ აწარმოებდა.

მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც საჯაროდ მოითხოვა გენერალური პროკურორის სასწრაფო გადაყენება და აღნიშნა, რომ კრავჩენკოსთვის პოსტის დატოვების გარდა სხვა გზა აღარ არსებობს, რადგან უკრაინამ ყველა მიზეზი საკუთარი თვალით ნახა.

პარალელურად, ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და SAPO-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კრავჩენკოს ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს, უწოდეს ამას საჯარო პიარ-კამპანია და განმარტეს, რომ სემენ კრივონოსს ოფიციალურად არანაირი ბრალის წარდგენის დოკუმენტი არ ჩაბარებია.

პოპულარული

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. ფაქტზე განზრახ...

პოლიტიკური პროცესია, აბა, რა არის? მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს-ზურაბიშვილი ბარამიძის დაკავებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ენმ–ს ერთ–ერთი...

აშშ-მა ხუთი ირანული ნავთობტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამშაბათს, 8 სექტემბერს,...

პუტინი რუს ფოსტალიონებს უკრაინული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემს

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაფართოების ფონზე, რუს ფოსტის...

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ევროპის წინააღმდეგ ომს არ გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა,...

ზელენსკის თვითმფრინავს ოსლოსკენ გადაფრენისას კინაღამ დრონი დაეჯახა — ნორვეგიის პრემიერი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა...

ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის...

ყველა ამბავი

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.„მივიღე...

რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?! სახელმწიფომ „ჩაუდო“ ეს ნათქვამი – შარმანაშვილი ბარამიძეზე

გიორგი ბარამიძეს არავინ ასამართლებს იმის გამო, პატრიოტია თუ არაპატრიოტი - რა რეპრესიაზეა საუბარი?! ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა?!...

შვედეთის არჩევნებში მემარცხენე პარტიები ლიდერობენ. ულტრამემარჯვენეებთან ერთად მოქმედი მთავრობის შანსები მცირდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის ხელმძღვანელობით მემარცხენე პარტიების კოალიცია შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური უპირატესობით ლიდერობს. ხმების უმეტესობა უკვე დათვლილია, თუმცა...

სოჭზე უკრაინული დრონებით იერიშს აფეთქებები და ხანძრები მოჰყვა

14 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს სოჭზე, რის შედეგადაც ქალაქის სხვადასხვა უბანში დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძრები.Exilenova+ და...

თურქეთი: LGBTQ+ თემის წინააღმდეგ რეიდებისას 162 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ შაბათ-კვირას ჩატარებული რეიდების ფარგლებში სულ მცირე 162 ადამიანი დააკავა და ექვსი LGBTQ+ ორგანიზაციის ოფისი გაჩხრიკა. ხელისუფლების განცხადებით,...

უკრაინა და პოლონეთი აცხადებენ, რომ რუსეთმა ვარშავისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს დაარტყა

რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე, NATO-ს წევრი პოლონეთის საზღვართან ახლოს, ორი დრონით იერიში მიიტანა, — ამის შესახებ კვირას უკრაინისა და პოლონეთის...

“სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას“– რის თქმას ცდილობს ირანის ელჩი საქართველოში

ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი ორ დღეში ორ ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე საერთაშორისო სანქციების რეჟიმის...

The Telegraph: შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან – წერს გამოცემა The Telegraph. დღეს სამი მთავრობის...

Forbes: ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს

ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს და რეგიონის ქვეყნებს დრონებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჯავშანტექნიკას აწვდის,...

Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა

ბრიტანულმა ნეობანკმა Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა, რადგან სახელმწიფო უწყების სახელით გაგზავნილი ყალბი მოთხოვნა ნამდვილ მოთხოვნად მიიჩნია. ამის...

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ასევე, ერთი ადამიანი დაშავდა.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის...

ტრამპმა ირლანდიის გაერთიანებას „ძალიან მაგარი“ უწოდა — როგორ შეხვდნენ მის განცხადებას დუბლინში, ლონდონსა და ვაშინგტონში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დუბლინში განაცხადა, რომ ირლანდიის გაერთიანება „ფანტასტიკური“ და „ძალიან მაგარი“ იქნებოდა, რითაც დაარღვია მისი წინამორბედების დაუწერელი...